Quantcast
Channel: Tabula - საზოგადოება
Viewing all 1362 articles
Browse latest View live

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: ბულინგის ვიდეოს ტირაჟირება დაუშვებელია

$
0
0

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ძალადობისა და ბულინგისფაქტებს შეიცავს. გარდა ამისა, ინსპექტორი ამბობს, რომ სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

"მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და ვიდეომასალა მოხსნილია გავრცელების რამდენიმე წყაროდან, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ხელახლა ახდენს მის ტირაჟირებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, ვინც ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ატვრითა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის არასრულწლოვანია.

მათივე თქმით, შინაგან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.

ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეო ჩანაწერში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ნინო ლომჯაირა მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცელება მყისიერად უნდა აღიკვეთოს და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება.

Georgian
ბულინგიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიძალადობაბულინგიNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

2020-დან ევროკავშირში მოგზაურობისთვის ონლაინკითხვარის, ETIAS-ის შევსება იქნება საჭირო

$
0
0

25 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წევრებთან მიაღწიეს შეთანხმებას ახალი პლატფორმის ETIAS-ის შემოღებასთან დაკავშირებით. ევროპული საბჭო პროექტს დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგენს.

ETIAS-ის შევსების ვალდებულება შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვთ. პლატფორმით მომსახურება 7 ევრო ეღირება. 

ETIAS-ის მეშვეობით აპლიკანტები წინასწარ შეავსებენ ევროკავშირში მათ გამგზავრებასთან დაკავშირებულ კითხვარს.

კითხვარი არ იქნება ვრცელი და მის შევსებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. მასში თავმოყრილი იქნება კითხვები აპლიკანტის პირადი მონაცემებისა და სხვა მსგავსი ინფორმაციის შესახებ.

ETIAS-ის აპლიკაციის შევსების შემდეგ, პირები მიიღებენ პასუხს, მიეცემათ თუ არა მათ შენგენის ზონაში შესვლის უფლება.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ETIAS-ის შემოღება ევროკავშირის საზღვრების დაცულობას გაზრდის, რადგანაც ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით წევრ სახელმწიფოს ზუსტად ეცოდინებათ, თუ ვინ გეგმავს შენგენის ზონაში შესვლას. 

ვალენტინ რადევმა, ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

"ETIAS-ი საშუალებას მოგვცემს, საიმიგრაციო კონტროლი განხორციელდეს წინასწარ. ეს იქნება უკანონო მიგრაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს გაზრდის ჩვენს დაცულობას. ამავდროულად, ცვლილება გამოავლენს მიგრაციისთვის საეჭვო პირებს იქამდე, სანამ ისინი ევროკავშირის საზღვართან მოვლენ."

ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა. 

თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში, მას 96 საათის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ. 

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს. მოგზაურობის ნებართვა მოქმედი იქნება სამი წლის განმავლობაში. 

 

Georgian
ევროკავშირიETIASმიგრაციატურიზმივიზალიბერალიზაციაETIASNews ItemPoliticsEconomySocietyFull widthNoBefore article text

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ასევე 29% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 3%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებიტ ვითარდება, ყველაზე მაღალი თბილისში და დიდ ქალაქებშია (45%). შემდეგ მოდის პატარა ქალაქები (41%), სოფლები (36%) და უმცირესობათა დასახლებები (26%).

რაც შეეხება დადებით განწყობებს, უმცირესობათა დასახლებებში 42%-ს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვას ანალოგიური პასუხი გასცა სოფლებში გამოკითხულთა  32%-მა, თბილისში 28%-მა, პატარა ქალაქებში 24%-მა, ხოლო დიდ ქალაქებში 19%-მა.

საქართველო საერთოდ არ იცვლება პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 34%-სთვის, დიდ ქალაქებში 33%-სთვის, სოფლებში 29%-სთვის, თბილისში 26%-სთვის და უმცირესობატა დასახლებებში 24%-სთვის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Georgian
NDI-ის კვლევაNDI-ის გამოკითხვაNDINDI-ის კვლევაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

NDI: ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა და 75% შეადგინა

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 15%-სთვის ევროკავშირის წევრობა მიუღებელია, 9%-მა კი არ იცის.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 72%-ისთვის იყო მისაღები, მიუღებელი 21%-ისთვის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 7%-ს.

ახალი გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის ყველაზე მეტი მომხრე დედაქალაშია. თბილისში გამოკითხულთა 81%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 13%-მა უარყოფითად, 6%-მა კი არ იცის.

დიდ ქალაქებში ევროკავშირის წევრობას 78% ემხრობა, 15% კი ეწინააღმდეგება. პატარა ქალაქებში 76% ემხრობა, 14% ეწინააღმდეგება. ასევე, 76% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას სოფლებში, თუმცა 16% ეწინააღმდეგება. ყველაზე ნაკლები მომხრე და მეტი წინააღმდეგი ევროკავშირს უმცირესობათა დასახლებებში ჰყავს - მომხრე 50%, მოწინააღმდეგე 21%, 26%-მა კი არ იცის.

აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობიან, ამის მიზეზად საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას (63%), მეტ უსაფრთხოებას (31%), დემოკრატიის გაძლიერებასა და განვითარებას (19%), უვიზო მიმოსვლას (17%) და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას (16%) ასახელებს.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს, მათთვის მიუღებელია იმიტომ, რომ მათი აზრით, ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან (27%), რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა ურჩევნია (23%), საფრთხეს შეუქმნის საქათველოს ეროვნულ იდენტობას (14%), არარეალისტურია/არასდროს მოხდება (13%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Georgian
NDI-ის კვლევაNDI-ის გამოკითხვაNDINDI-ის კვლევაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

დედობა 15 წლის ასაკში, პრობლემები ჯანმრთელობასა და განათლებაში - ადრეული ქორწინების შედეგები

$
0
0

ისტორია პირველი
ფოტო: ტაბულა
ნინო კოლელიშვილი 14 წლის იყო, როცა მოიტაცეს. ის თბილისში ცხოვრობს, ახლა 39 წლისაა და 24, 18 და 9 წლის შვილები ჰყავს.

"13 წლის ასაკში გავყევი საკუთარი სურვილით. მაგრამ როგორც კი დედაჩემი მოვიდა, მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და სახლში დავბრუნდი. 14 წლის რომ ვიყავი, როცა მომიტაცა. რამდენიმე მიზეზის გამო დავრჩი, მაშინ საქართველოში არსებული გარემო სწორედ ამისკენ მიბიძგებდა. როცა პირველად წამოვედი, გარშემომყოფები მეუბნებოდნენ - "შენ ხომ წაგიყვანეს", "შენ ხომ გათხოვდი". იყო სიყვარულიც და ამ დროს გგონია, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც ოჯახის და თანაცხოვრების პერიოდში უნდა იყოს", - ამბობს ნინო.

15 წლის იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა. ორსულობის პერიოდში სკოლაში არ უვლია, მხოლოდ გამოცდებზე მიდიოდა. ამბობს, რომ ოჯახიდან გამომდინარე, სწავლის მოტივაცია ჰქონდა და სახლში კითხულობდა პროგრამულ წიგნებს, თუმცა მხოლოდ ამან ბევრი ვერაფერი მისცა.

სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მეორე შვილი გაუჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა დაუსწრებელი სექტორი და სწავლის გაგრძელებას იქ აპირებდა, თუმცა ის მალევე გაუქმდა.

"როცა ბავშვი გაიზარდა, სხვა ფაქტორები გამოჩნდა. ნამდვილად ძალიან შემეშალა ხელი. შვილი კი არ გიშლის ხელს განვითარებაში, გიშლის თანმდევი ფაქტორები - როცა ბავშვი გყავს, საკუთარ თავს რაღაც დონეზე აღარ ეკუთვნი იმ დოზით, რა დოზითაც გჭირდება განვითარებისთვის. უნდა მიხედო, მოუარო, იზრუნო მის აღზრდაზე. თუ ხელისშემწყობი არ გყავს, ვინც შენს მაგივრად რაღაც დოზით მაინც შეასრულებს ამ საქმეებს, უბრალოდ დრო არ დაგრჩება იმისთვის, რომ სრულფასოვნად ისწავლო", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.

მისი აზრით, ადრეული ქორწინების შედეგად, ხელი ეშლება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახი შექმნა, არამედ მათ შვილებსაც.

"მეორე და მესამე შვილის აღზრდის პროცესში მივხვდი, რომ პირველ შვილთან მიმართებაში ბევრ რაღაცას ისე არ ვიზამდი, როგორც გავაკეთე. როცა პატარა ხარ, გგონია, რომ რაღაცები იცი. სინამდვილეში, ასე არ არის. მაგალითად, უფრო მეტს ვთხოვდი, ვიდრე უნდა მომეთხოვა. ამას ვაკეთებდი ინსტინქტის დონეზე - ვაცმევდი, ვაბანავებდი, მაგრამ მხოლოდ კვება და სისუფთავე ხომ არ არის? ბავშვს ამის გარდა ძალიან ბევრი რამე სჭირდება", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.

ნინო გვიყვება, რომ 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა.

"ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია ორი ადამიანი იყოს სხვადასხვა აზრზე და ეს არ გახდეს კონფლიქტი მიზეზი, თინეიჯერობისას რთულია. ამ დროს გინდა გართობა, მეგობრებთან ერთად დიდი ხნით წასვლა, დაკარგვა. ეს გამოცდილებები თუ არ მიიღე, ვერ მიხვდები რა გინდა. როცა ოჯახი გაქვს, ვერ ადგები ასე და ვერ წახვალ. ოჯახი გულისხმობს იმას, რომ ერთდროულად, ძალების ერთნაირი გადანაწილებით უნდა მოხდეს გაძღოლა. თუ ერთი მხარე მაინც მოიკოჭლებს, მთელი ტვირთი მეორე მხარეზე გადადის. მე 16 წლის თანაცხოვრების შემდეგ დამენგრა ოჯახი. არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდი ან მე, უბრალოდ, მერე ხვდები, რომ რაღაცები არ უნდა აიტანო და არც მას უნდა ჰქონდეს ასატანი", - ამბობს ნინო.

მას აქვს საქმე, სამსახური, თუმცა საკუთარ თავს შემდგარ ადამიანად არ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ნინო ამბობს, რომ მისი სამი შვილი ამის კომპენსირებას ახდენს.

"ვერ ვიტყვი, რომ შემდგარი ვარ და მაქვს პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. არ არის ასე. მაქვს სამსახური, მაქვს ჩემი საქმე, თუმცა შეიძლებოდა ამაზე უკეთესად ყოფილიყო. მაგრამ ის, რაც ჩემი ქორწინებიდან მაქვს, ამის კომპენსაციას ახდენს.დღეისთვის მყავს 3 ფანტასტიური შვილი და ვიბრძვი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ შემდგარი ადამიანები.

არ ვფიქრობ, რომ რადგან კონკრეტული რაღაცები ვერ გავაკეთე, ჩემი ცხოვრება დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, არ უნდა გაჩერდე და გააკეთო თუნდაც პატარ-პატარა საქმეები და რაღაც შედეგამდე აუცილებლად მიხვალ. მთავარია არ იყო უმოქმედოდ და ვიღაცაზე დამოკიდებული. ყველა ასაკში, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პირადი სივრცე, საქმე, რათა შემდგარი ადამიანი იყოს", - ამბობს ნინო.

ისტორია მეორე

14 წლის ასაკში შექმნა ოჯახი კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელიც მარნეულში ცხოვრობს.

"ეს ჩემი კი არა, ოჯახის გადაწყვეტილება იყო. სკოლაში ვსწავლობდი, პატარა ვიყავი და სიტუაცია ვერ აღვიქვი. ვიფიქრე, ჩემი ოჯახი თუ ასე ფიქრობს, ეს სწორია-მეთქი. ოჯახის ხათრისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი. ნეტა სწავლა გამეგრძელებინა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს ქმარს სხვა ოჯახიც ჰყავდა და დავშორდი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. სწავლა და სამსახური დავიწყე, ორივე ერთად ძალიან რთული იყო. ახლაც ვმუშაობ, მყავს 6 წლის შვილი", - გვიყვება ის.

მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა სწორი არ არის და გოგოებმა განათლება უნდა მიიღონ.

"პატარები თხოვდებიან, დაავადებები უჩნდებათ შემდგომში. ზოგი ორი თვის შემდეგ ეყრება ქმარს. ხანდახან ასაკში სხვაობა 10-15 წელია - ბიჭი არის 30 წლის, გოგო 20 ან 17-18, ის ბავშვის ჭკუაზეა და 30 წლის კაცი უკვე სხვანაირად აზროვნებს, ერთმანეთს ვერ ეწყობიან", - ამბობს ის.

რესპონდენტი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება მისცენ, რადგან მას უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.

ისტორია მესამე
ფოტო: ტაბულა

48 წლის მაია ხახუტაშვილი კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა.

"18 წლის გავთხოვდი, გაუაზრებლად, უაზროდ. ჩემი ცოლი იქნებიო და გავყევი. სად ცხოვრობდა და რამდენი წლის იყო, ისიც არ ვიცოდი, მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. სახლში რადგან მიმიყვანეს, უარი ვეღარ ვთქვი. განათლება არ მქონდა, არც აღზრდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ქმართან, დედამთილ-მამამთილთან. მანამდე საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა გათხოვებაზე, მე სხვა კუთხით მზრდიდნენ და სხვანაირად მოვიქეცი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ისიც არ ვიცოდი", - ამბობს ის.

მაია გვიყვება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ოჯახის შექმნის წელს ჩააბარა და ორსულობის, შემდეგ კი ბავშვის გამო სწავლა გაუჭირდა, თუმცა დასრულება შეძლო. დღეს მას ყარაჯალაში საკუთარი აფთიაქი აქვს, მუშაობს სტომატოლოგადაც.

"სასწავლებლად რომ წავედი თბილისში, ჩემმა დედამთილმა თქვა, მე რძალი იმიტომ მოვიყვანე, რომ საქმეებში დამხმარებოდა, ველ-მინდვრებში, ვენახებშიო. არ უნდოდათ რომ მესწავლა, ძლივს დავამთავრე, ტანჯვა-წამებით, ჩხუბით და ვარამით. ინსტიტუტიც თავისას მოითხოვდა. პირველი კურსი სულ ფეხმძიმედ ვიარე, მერე ბავშვი მყავდა, რომელიც ხან თბილისში იყო, ხან დედაჩემთან, ხან დედამთილთან. ბაღში ხან დადიოდა, ხან არა. ასე გაიზარდა.

მე სწავლა და ამხანაგები მინდოდა, ოჯახისთვის მზად არ ვიყავი. რომ ვთქვა, სხვისი ბრალი არ არის, განათლება არ მქონდა ამ მხრივ. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ბავშვისთვის მზად მაშინაც არ ვიყავი. მინდოდა ინტერნატურა გამევლო, სწავლაში წინ წავსულიყავი... მაგრამ იმ ეტაპზე დავრჩი", - ამბობს მაია ხახუტაშვილი.

ის გვიყვება, რომ სოფელში ადრეული ქორწინების შედეგად, ქალების ჯანმრთელობა ხშირად ზიანდება და სოფელში ბევრ ქალს საშვილოსნოს ამოჭრაც მოუხდა, ყოფილა მშობიარობის დროს გარდაცვალების შემთხვევებიც.

"30-32 წლის ქალს აქ უკვე შვილიშვილები ჰყავს. 47-48 წლის ასაკის ქალებს უთქვამთ, 36-40 აბორტი გამიკეთებიაო", - ამბობს ის.

ჯანმრთელობა

ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც წესი, თან ახლავს განათლების მიღების პრობლემა, ჯანმრთელობის გაუარესება, ნაადრევი მშობიარობა და აბორტი. ის დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის.

ტაბულა ესაუბრა ექიმ-რეპროდუქტოლოგ მაკა გეგეჭკორს, რომელიც ადრეულ ასაკში სქესობრივი კონტაქტის და ორსულობის შესაძლო უარყოფით შედეგებზე მხარეებზე გვიყვება. მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზირსით, 18 წელი გვიანი მოზარდობის პერიოდია და ამ ასაკამდე ორგანიზმი  ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. კერძოდ, საუბარია რეპროდუქციულ, ძვლოვანი სისტემებზე, ასევე, ცენტრალური ნერვული სისტემის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასქესო და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

"რაც მთავარია, ჯერ არ არის მზაობაში მენტალური ჯანმრთელობა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც მოსდევს სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას - არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათი შორეული გართულება - უნაყოფობა. ამ თვალსაზრისით უფრო იჩაგრება გოგონა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ორივე მხარე თანაბარწილად მონაწილეობს. სიმძიმეც უფრო მისი ხვედრია - ორსულობა, თუნდაც ნორმალური, დროული გამოსავალით, მშობლობისთვის არამზაობა, არაჯანსაღი ინსტინქტები და უკვე გაჩენილი ბავშვის გამიზნული დაჩაგვრა, რომ არაფერი ვთქვათ თავად გოგონას შემდგომი ცხოვრების პერსპექტივებზე, განათლების და საზოგადოებრივი საქმიანობის შეუძლებლობაზე", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.

გარდა ამისა, რეპროტუქტოლოგის ინფორმაციით, ადრეულ ასაკში ორსულობას ხშირად ახასიათებს მშობიარობა მძიმე შედეგებით.

"ორსულობა მეტად რთული პროცესია. ჯერ ვერჩამოყალიბებულ სასქესო ორგანოებში ეს ბევრ ხიფათს ქმნის, მოზარდის მენჯის ძვლოვან სისტემას უჭირს მოცულობაში 500-ჯერ გაზრდილი საშვილოსნოს "ზიდვა" და გართულებაც ხშირად არ აყოვნებს - ორსულობის თანმხლები არასასურველი გამოსავალი და რისკი, დაწყებული საშვილოსნოსგარე ორსულობიდან, დასრულებული სამეანო და უშუალო მშობიარობის მძიმე შედეგებით, მეტად ახალგაზრდა ასაკში სტატისტიკური სიხშირით გამოირჩევა. გასაგებია ასევე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ორსულობა, თავისი არასასურველობისა და დაუგეგმაობის გამო, ხანდახან განწირულია შეწყვეტისთვის, ანუ აბორტისთვის", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.

რეპროდუქტოლოგი საუბრობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის მნიშვნელობაზეც, ასევე, დროულ დიაგნოსტიკასა და რაციონალურ მკურნალობაზე.

მაკა გეგეჭკორი ხაზს უსვამს, რომ ადრეული ქორწინება გარკვეული კულტურული თავისებურებაა და ის სერიოზულ შეზღუდვებს უქმნის ახალგაზრდა ქალების სრულფასოვან ცხოვრებას, მით უმეტეს თუ ეს ურთიერთობები ძალადობრივ ხასიათს ატარებენ.

ბრძოლა

სამირა ბაირამოვააქტივისტია ქვემო ქართლში, მარნეულში. ის აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებების კუთხით საზოგადოების განვითარებაში. 2012 წლიდან ადრეული ქორწინების საკითხებზეც მუშაობს, ხვდება მშობლებს, მოსწავლეებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს და ცდილობს ცნობიერება შეცვალოს.

ფოტო: Gündəlik - Gürcüstan
ის ამბობს, რომ ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა დაგვიანებული ან არასაკმარისი რეაგირებაა.

"ჩვენთან გავლენიანი პირები, გამგეობა, მერია, პოლიცია, არ ფიქრობენ, რომ ეს დანაშაულია. ძალიან ცუდია, რომ მალავენ ადრეული ქორწინების შემთხვევებს. ეს ეხება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრს. როცა მასწავლებელი თავისი ბიჭისთვის გოგოს ირჩევს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია.სამართალდამცავი ორგანოები ჩვენთან ფაქტობრივად არ მუშაობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მიმართავს, განცხადებას გვიან არეგისტრირებენ, ან საერთოდ არ არეგისტრირებენ. ამბობენ, რომ ადრეული ქორწინება ორივე მხარის შეთანხმებაა. მოტაცების შემთხვევაში არის ოჯახები, რომლებიც ბოლომდე მიდიან, არ არიან თანახმა, რომ შვილი გაათხოვონ და მხოლოდ შემდეგ ინტერესდებიან სამართალდამცავი უწყებები. პრობლემაა კანონმდებლობის აღსრულება. ჩვენი ხალხი კანონის დამცველია, როცა კანონი არსებობს და მუშაობს, ისინი არ დაარღვევენ. თუ ასე ხდება, თუ არ ეშინიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველები არ მუშაობენ, მალავენ პრობლემას", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

აქტივისტი გვიყვება, რომ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების დახმარებით, დღეს ახალგაზრდების ნაწილი სწავლით ინტერესდება. ბაირამოვა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მათთვის სივრცეების შექმნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სკოლაში მისვლაც საინტერესო უნდა იყოს და შემდეგ გოგოებს სხვა ინტერესი გაუჩნდებათ.

"ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა ჩვენთან ყოველთვის არ იყო, ჩემი მშობლების თაობას განათლება აქვს მიღებული. ეს ტენდენცია დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ უბედურებების მერე ათხოვებდნენ შვილებს, რადგან ფული, საჭმელი არ ჰქონდათ. მე ამ საზოგადოების წევრი ვარ და ვხედავ პრობლემას. აღარ მინდა გოგონების უბედურ, იმედდაკარგულ სახეებს ვხედავდე. უნდა ჰქონდეს ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება. სკოლაში ნორმალური სწავლა არ არის და ფიქრობენ, რომ ოჯახის შექმნა გამოსავალია.სხვა არაფერი ხდება, ნორმალური გზა და ტრანსპორტი არ არის, ადამიანი სოფლიდან ქალაქში რომ ჩავიდეს, თუნდაც კონცერტზე წავიდეს. სკოლაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ სწავლა შეუძლებელია", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ადრეულ ქორწინებას აქტიურად ებრძვის, ელზა აშიროვაა. ის კახეთში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, სტატისტიკა უმჯობესდება. გარდა ამისა, აშიროვა ამბობს, რომ იზრდება სწავლისადმი გოგოების ინტერესი.

ფოტო: ტაბულა
სკოლის დირექტორი გვიყვება, რომ ამ საკითხების განხილვა ბავშვებთან და მშობლებთან სხვადასხვა გზით და მეთოდით მიმდინარეობს, არის გარკვეული აქტივობებიც, დისკუსიები, შეხვედრები. მისი თქმით, სასწავლო წლის განმავლობაში ადრეული ქორწინების 23 ან 18 შემთხვევაც ყოფილა, თუმცა ახლა კლებისკენ წავიდა და წელს მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი იყო. ელზა აშიროვა მიიჩნევს, რომ ამას ხელი შეუწყო კანონში ცვლილებამაც, რომლის მიხედვით 16 წლამდე პირთან სქესობრივი კონტაქტი იკრძალება.

"ადრეული ქორწინება ძალიან აქტუალური და პრობლემურია, მით უმეტეს ნაცნობია ჩვენი სოფლისთვის, რადგან ტრადიციულად მიღებულია არასრულწლოვანთა დაოჯახება. უნდა ითქვას, რომ ბავშვი სრულად ვერ განსაზღვრავს საფრთხეებს, შეიძლება მისთვის სახალისოც იყოს და დათანხმდეს ამ კავშირს. ყოფილა 13 წლის გოგოების დაქორწინების შემთხვევებიც და ძალადობის ფაქტიც, როცა გოგომ თვითმკვლელობით გამოხატა პროტესტი. თუმცა, რაც აქ ვმუშაობ, იძულების შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ ბავშვია და უნდა თუ არ უნდა, ემორჩილება მშობელს", - ამბობს ელზა აშიროვა.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევების შესახებ სკოლა ინფორმაციას სოციალურ სააგენტოს და პოლიციას აცნობებს. გარდა ამისა, სკოლის დირექტორი ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა გასაუბრების, მსჯელობის, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დაქორწინება გადაიდო. ასეთ დროს, ელოდებიან როდის გახდება გოგო 16 წლის.

ელზა აშიროვა ამბობს, რომ ზოგიერთი მშობელი, როცა ხედავს, რომ მისი შვილი აქტიური და შემოქმედებითია, ცდილობს სწავლა გააგრძელებინოს და ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. თუმცა, ეს არ არის ხშირი.

სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში ამჟამად 741 მოსწავლეა, არის ერთი მე-12 კლასი, სადაც 16 მოსწავლეა და მათგან 9 აბიტურიენტი. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აბიტურიენტებს შორის გოგოების რაოდენობა მეტია და მათი კურსდამთავრებულები სწავლას თბილისში ან თელავში აგრძელებენ.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადრეული ქორწინება, არასრულწლოვნის გათხოვება არის ცუდი მშობლისთვისაც, არამხოლოდ ბავშვისთვის. თუ შვილი უყვართ, უნდა იფიქრონ მასზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ ეს ავნებს ჯანმრთელობასაც, ბავშვობის წლები არ უნდა წაართვან.რადგან კლებადობისკენ მიდის, არ ნიშნავს რომ აქ გავჩერდეთ და ჩავთვალოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. ცოტა უხერხულია, 21-ე საუკუნეში ჩემს სოფელთან დაკავშირებით ამ თემაზე რომ მიწევს ლაპარაკი. სასურველია ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ეს მინიმალური რიცხვიც არ იყოს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

უფლებები

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები.

"ადრეული ქორწინება პირველ რიგში გენდერული უთანასწორობის პრობლემაა, რადგან, სტატისტიკური მონაცემებიც და პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ამ ასაკში ყველაზე ხშირად გოგონები ქორწინდებიან. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები გავლენას ახდენს როგორც ბავშვის განათლების უფლების რეალიზაციაზე, ასევე, ხშირ შემთხვევაში მოიცავს ბავშვის სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ფაქტებს და მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ადრეულ ასაკში დაქორწინებული პირებიდა მათ მოწყვლადობას განაპირობებს ისიც, რომ ხშირად ადრეული ქორწინების გამო მათ უწევთ სწავლის მიტოვება, არ აქვთ პროფესია და შესაბამისად, ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ ქონის გამო, ისინი რთულად ტოვებენ ძალადობრივ გარემოს", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე.

მისივე ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ე.წ. ნიშნობების შემთხვევები.

"ხშირად ეს შეიძლება გულისხმობდეს იმასაც, რომ საქმროს სურვილისამებრ გოგონა განათლების მიღებას წყვეტს, რისი არაერთი შემთხვევაც გვქონია პრაქტიკაში.როდესაც გახდება 16 წლის, შემდეგ ხდება ქორწინება, ანუ მაშინ, როცა სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის. თუმცა 16-დან 19 წლამდეც არის რისკ ჯგუფი და ითვლება, რომ ეს არის ადრეულ ასაკში ქორწინება", - ამბობს სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე გვიყვება, რომ აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და არ ქონაა. ეკა სხილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სტრატეგია.

"ასევე, ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე უნდა იყოს დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა მან არ წაახალისოს მსგავსი ფაქტები. გვინახავს შემთხვევები, როცა ეფექტიანი რეაგირების დროს პრევენცია მოხდა და გვინახავს შემთხვევებიც, როცა რეაგირების დაგვიანებამ წამახალისებელი ეფექტი იქონია", - აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე.

"ბავშვის უფლებაა, ჰქონდეს ბავშვობა და არ გახდეს ზრდასრული იმაზე ადრე, ვიდრე კანონმდებლობა იცავს მის ბავშვობას", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი. მისი განცხადებით, ადრეული ქორწინება ძალადობის რისკსაც ზრდის.

"ეს ყველა შემთხვევაში უფლებების დარღვევაა, მიუხედავად იმისა, რა ტიპის შედეგი დადგება ქორწინებიდან. გარდა ამისა, უკვე დადგენილია ის, რომ ადრეული ქორწინება არღვევს განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების და სხვა უფლებებს. ასევე, დაკავშირებულია ძალადობის მომეტებულ რისკთან და დისკრიმინაციასთან", - ამბობს ის.

ადრეულ ასაკში დაქორწინებულ გოგოებთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ ისინი ხშირად განიცდიან საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. გარდა ამისა, ვინაიდან, მათი განათლება შეწყდა, ძალიან მცირეა თვითრეალიზების შანსი.

"ჩვენ მათ ხშირად თავდაცვის პოზიციაში ვაიძულებთ ჩადგომას. ასე არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩვენი მუშაობის ხარვეზია ან საზოგადოებასთან არ ვმუშაობთ საკმარისად. საზოგადოება სინამდვილეში ვერ მიყვება იმ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც საქართველოში არის. მასწავლებლებისგან მომისმენია, რომ გოგო, რომელიც გახდა ადრეული ქორწინების მსხვერპლი, სკოლაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან სხვებისთვის მისაღები არ იქნება ან რაღაც ისეთი ცოდნები ექნება, რაც სხვებს არ უნდა გაუზიაროს. ძალიან ბევრი სტერეოტიპული შებოჭვა აქვთ ამ გოგოებს და შესაბამისად, ისინი არ გრძნობენ თავს მზად იმისთვის, რომ მათი უფლებები ან თავად დაიცვან, ან სხვებს მისცენ ამის საშუალება", - ამბობს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი პრობლემას ხედავს კანონმდებლობის აღსრულებაში. მისი თქმით, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, პოლიტიკა არ შეცვლილა.

"კანონმდებლობა რა არის მხოლოდ ის, რომ აღმოვაჩინოთ ბავშვები და ქალები, რომელთა უფლებები უკვე დაირღვა, კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პრევენციას და ამ გოგოების გაძლიერებას, მიყენებული ზიანის რეაბილიტაციას, რაც არ ხდება. ხშირად, ადრეული ქორწინების მსხვერპლი არ არის თანახმა, რომ შეწყდეს ქორწინება, რადგან არ იცის რა მოხდება შემდეგ - სად უნდა წავიდეს, ბავშვებს როგორ მოუაროს, განათლებას ვერ იღებს, პროფესია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს და ა.შ", - ამბობს ანა არგანაშვილი.

რაც შეეხება ადრეული ქორწინების შემთხვევაში ორმხრივ ნებას, 18 წლამდე პირი ითვლება ბავშვად, რომელსაც არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

"ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის განსაზღვრის და დაცვის ვალდებულება საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულებს გვეკისრება და დღეს ვერც ერთი ზრდასრული სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ვერ იტყვის, რომ ბავშვთა ქორწინება, რომელიც არღვევს ბავშვის განათლებას, განვითარების, ჯანმრთელობას და ძალადობისგან დაცვის უფლებას, შეიძლება იყოს მისი ჭეშმარიტი ინტერესი", - აცხადებს ანა არგანაშვილი.

კანონი და სახელმწიფო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, სქესობრივი კონტაქტი 16 წლამდე პირთან დასჯადია. დანაშული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2017 წლის 1 იანვრიდან კი აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციაც.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან ყველა სკოლა ვალდებულია აღრიცხოს იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც დაწესებულება ადრეულ ასაკში მიატოვეს.  უწყებაში განმარტავენ, რომ განახლებული ელექტრონული სისტემა სკოლის მიტოვების მიზეზების დეტალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც ზოგადი სტატისტიკის წარმოებას ხელს უწყობს.

სამინისტროში ამბობენ, რომ მონიტორინგის პროცესში მოწმდება აქვს თუ არა სკოლას ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებით შიდა წესები შემუშავებული და დამტკიცებული, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და მოხდა თუ არა ძალადობის, მათ შორის ადრეული ქორწინების შემთხვევების რეფერირება.

"ოჯახის მხრიდან ქორწინების მიღება და სწავლის მიტოვება, განიხილება, როგორც განათლების უფლების შეზღუდვა.შესაბამისად, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და ეცნობოს სოციალურ სამსახურს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეს აქვთ საშუალება შეუფერხებლად გააგრძელოს სწავლა ზოგადსგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან განათლება მიიღონ ალტერნატიული გზით - ექსტერნატის ფორმით", - აცხადებენ უწყებაში.

განათლების სამინისტროში საუბრობენ ადრეული ქორწინების აღმოფხვრის პროცესში მასწავლებელთა განსაკუთრებული როლის შესახებ და აღნიშნავენ, რომ  მათი პროფესიული უნარჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგები რეგულარულად ტარდება.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ბიოლოგიის გაკვეთილზე ისწავლება. საუბარია მე-8 კლასის სახელმძღვანელოზე, სადაც ერთ-ერთი პარაგრაფი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეძღვნება.

"აღწერილია სოციალური პრობლემები და რისკები, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. აგრეთვე აღწერილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონებზე, ასევე ახალშობილზე", - ამბობენ უწყებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრძელებენ შეხვედრებს მშობლებთან იმ რეგიონებში, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები შედარებით ხშირად ფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობაა და მასში ფსიქოლოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რაც შეეხება სამართალდამცავ უწყებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ადრეული ქორწინების შემთხვევებში გამოძიებას ქორწინების იძულების (სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა) ან 16 ასაკის მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის (140-ე) მუხლებით იწყებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ტაბულასთან ამბობს, რომ 140-ე მუხლის დარღვევა უფრო ხშირია, როცა ქორწინება ნებაყოფლობით ხდება. თოლორაია მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

პოლიციელთა მხრიდან არასათანადო და დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორი თვეა აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის ნიშნებით შესულ შეტყობინებაზე რეაგირება ადგილზე თუ არ ხდება, დეპარტამენტი გასცემს შესაბამის მითითებას, რომ გამოძიება დაიწყოს.

"ორი თვეა აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ნამდვილად არ დაფიქსირებულა ფაქტები, როცა დანაშაულის ნიშნები იყო და ჩვენ გამოძიება არ დავიწყეთ ან ძალიან მოგვიანებით დავიწყეთ. ასეთ ფაქტებს, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ადგილი არ ჰქონია. არც საჩივრები შემოსულა, რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენს", - ამბობს ლონდა თოლორაია.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს, რაც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრევენციული კამპანია ძირითადად იმ რეგიონების მოსახლეობას შეეხება, სადაც ადრეული ქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, კერძოდ, კახეთსა და ქვემო ქართლს.

"ვგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მასწავლებლებთან, როგორ შეიძლება ამის იდენტიფიცირება მოახდინონ ადრეულ ეტაპზე. მაგალითად, თუ ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სიარული, მოგვაწოდონ ინფორმაცია", - ამბობს ის.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაწყებულია ოჯახში დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაციაც, რათა მათ დანაშაულის მსხვერპლებთან ან პოტენციურ მსვერპლებთან კომუნიკაცია უკეთ მოახერხონ.

სტატისტიკა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და UNICEF-ის ერთობლივი კვლევისმიხედვით, ადრეული და ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით.

ფოტო: UNFPA GEORGIA
თვისებრივმა კვლევამ ცხადყო, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები, ბიჭებისგან განსხვავებით, განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, გოგოებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მისაღებად არ მიიჩნევა და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება.

გარდა ამისა, ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგოს მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. ფინანსების განკარგვის, გოგოს განათლების გაგრძელებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქმარი ან ქმრის მშობლები იღებენ. მიიჩნევა, რომ დაქორწინებული გოგოსთვის ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული 2010 წლის კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 14% 18 წლის ასაკამდე ქორწინდება. ეს ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რის გამოც, ზუსტი ციფრის გაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მომდევნო რაოდენობრივი კვლევის ჩატარება მიმდინარე წელს იგეგმება, რომლის შედეგები ცნობილი 2019 წელს გახდება.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილია ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკა, რომელიც აპარატს სხვადასხვა უწყებამ მიაწოდა.

მონაცემები ასეთია:

  • ქორწინების იძულება: 2017 წელს 6 შემთხვევა, 2016 წელს 3;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა: 2017 წელს 41 შემთხვევა, 2016 წელს 26;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს მიუღწეველთან: 2017 წელს 173 შემთხვევა, 2016 წელს 183;
  • სკოლის მიტოვება: 2017 წელს 75 შემთხვევა, 2016 წელს 115;
  • არასრულწლოვანი მშობელი: 2017 წელს 835 შემთხვევა, 2016 წელს 1278;

გარდა ამისა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილია არასრულწლოვანი პირის ქორწინების, სკოლის მიტოვების, არასრულწლოვანი მშობლების სტატისტიკაც.

ომბუდსმენმა გამოითხოვა ინფორმაცია სოციალური სააგენტოსგანაც, რომლის მიხედვით, უწყებამ 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა.

გარდა ამისა, ქორწინების იძულების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.

Georgian
ადრეული ქორწინებაადრეულ ასაკში ქორწინებაბავშვთა ქორწინებანინო კოლელიშვილისამირა ბაირამოვაელზა აშიროვამაია ხახუტაშვილიეკა სხილაძეანა არგანაშვილისაქართველოს სახალხო დამცველი"აქ 20 წლის გოგო უკვე დარჩენილია", - ამბობენ კახეთში, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალები. ადრეული ქორწინება მხოლოდ ერთი სოფლის ან თემის პრობლემა არაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა. ასეთ ქორწინებად მიიჩნევა რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლამდე.ადრეული ქორწინებადედობა 15 წლის ასაკში, პრობლემები ჯანმრთელობასა და განათლებაში - ადრეული ქორწინების შედეგებიხატია ღოღობერიძეNews ItemArticlePoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

30-მდე NGO სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

$
0
0

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდიმარის თანამდებობიდან სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ საუბარია NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. მათი განცხადებით, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ადამიანის უფლებები უნდა წარმოადგენდეს.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი როლისა და ფუნქციის სრულფასოვანი გააზრება და საქმიანობის შესაბამისად წარმართვა. მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.   

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • მწვანე ალტერნატივა
  • საზოგადოება და ბანკები
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საფარი
  • ქალთა მოძრაობა
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თემიდა
  • საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  • იდენტობა
  • ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  • სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა გაწერილი იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ გუშინ, 30 აპრილს თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა".

ამას ლგბტ აქტივისტების აქცია მოჰყვა, სადაც მათ კილაძის გადადგომა მოითხოვეს. იქვე გაიმართა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის კონტრაქციაც, რომლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. აქციის სამი მონაწილე დაკავებულია.

აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, თუმცა თავმჯდომარისგან ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე - რატომ ამოიღეს სამოქმედო გეგმიდან 17 მაისის აღნიშვნა და "არის თუ არა ლგბტ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები". ამის შემდეგ მათ სხდომა დატოვეს.

Georgian
ჰომოფობიასოფიო კილაძეარასამთავრობო ორგანიზაციებიNGO-ებიჰომოფობიაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

სასამართლომ "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვის გაყიდვა აუკრძალა

$
0
0

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადებადააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

სასამართლომ აიისას დააკისრა, გაყიდვიდან ამოიღოს შემდეგი შეფუთვები:

გარდა ამისა, სასამართლომ "აიისას"დააკისრა, არ გაყიდოს პრეზერვატივი შეფუთვით - "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა". აღსანიშნავია, რომ ეს შეფუთვა მხოლოდ რეკლამის სახით არსებობდა და გაყიდვაში არც ისე ყოფილა.

აიისა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს. ასევე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. დავის დასრულებამდე, პრეზერვატივების მწარმოებელს არ აქვს ვალდებულება, ჯარიმა გადაიხადოს და შეფუთვები რეალიზაციიდან ამოიღოს.

"ქართულმა იდეამ"თბილისის მერიას 17 მარტს მიმართა. ამის შემდეგ, მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ "აიისაზე"გამოსახული რეკლამა არაეთიკურია და რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესს არღვევს. მერიამ ინდივიდუალური მეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიშეადგინა. 

Georgian
აიისაპრეზერვატივებიაიისაNews ItemPoliticsSocietyDon't displayNoBefore article text

პარლამენტმა ტაქსების ლიცენზირების კანონი მიიღო

$
0
0

პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შემუშავებულსაკანონმდებლო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქში ტაქსის სერვისი სალიცენზიო საქმიანობა ხდება. რეგულაცია ქვეყნის სხვა ქალაქებს არ ეხება.

ახალი წესის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრავონ. 

ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი თუ რა ეღირება ლიცენზია, თუმცა მერიის ინფორმაციით ის 50-100 ლარის საფასურში იქნება.

2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, თბილისის მთავრობამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესი.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს, თუ თითოეულ მათგანს 50 ლარის გადახდა მოუწია, მერია ახალი ლიცენზიის მეშვეობით წელიწადში 1 მილიონ ლარს აკრეფს.

ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ "იტაქსავებენ" 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.

ერთ მოსახლეზე ანგარიშით თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს.

თუ ამ ადამიანებმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს მათ შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგონ.

ტაქსებს ამასთანავე ტექდათვალიერების გავლაც მოუწევთ.

Georgian
ტრანსპორტიტაქსილიცენზიათბილისის მერიატრანსპორტიNews ItemPoliticsEconomySocietyFull widthNoBefore article text

პროკურატურა: დაკავებულები კლუბებში და მიმდებარედ ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ

$
0
0

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავებიან, 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში სხვადასხვა კლუბში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

უწყება დეტალურ ჩამონათვალსაც ავრცელებს. გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ.თბილისში ბრალდებულმა გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ასევე ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს უკვე წარედგინა ბრალდება, მათ შორის: ვ.ჟ.-ს, ქ.მ.-ს და თ.ჩ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2 ეპიზოდი)); ლ.მ.-ს, გ.მ.-ს და მ.მ.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება); ჯ.ე.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)). ხოლო ბ.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა). 

ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 მაისს მიმართა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი"და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არც ერთი ბრალდებული კლუბებში არ დაუკავებიათ და 8 პირი ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე იყო დაკავებული.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს არც პარასკევს ღამით, არც შაბათს და არც კვირას, მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია. გუშინ საღამოს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ "სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ".

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთ კვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს,რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ.

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება"იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ კვირას საღამოს განცხადება გააკეთასაპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ "უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა".

Georgian
ნარკოპოლიტიკასაქართველოს პროკურატურაბასიანიგალერისპეცოპერაცია კლუბებშისპეცრაზმი კლუბებშისპეცოპერაცია კლუბებშიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

მსვლელობა რუსთაველზე - გალერეა

$
0
0

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ქაშუეთში საზეიმო წირვა გაიმართა, წირვის დასრულების შემდეგ კი ვარდების მოედნიდან სამებამდე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილის და ჰომოფობთა ჯგუფის მსვლელობა დაიწყო.

Georgian
17 მაისიოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასამებამრევლიჰომოფობდა ჯგუფიჰომოფობია17 მაისიNews ItemPoliticsSocietyDon't displayNo Before article text

ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფი მთავრობის კანცელარიასთან აქციის ჩატარებას გეგმავს

$
0
0

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, "ქართული იდეის"წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან "პრევენციის მიზნით"შეიკრიბებიან, რათა ლგბტ აქტივისტებმა იქ აქცია არ გამართონ.

"რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან - ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე "ქართულ იდეას" შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება", - ამბობს გია კორკოტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ "თანასწორობის მოძრაობამ"დღეს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა კანცელარიასთან დამოუკიდებელი აქტივისტები.

საქართველოს შინაგან საქმე სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას", - აცხადებენ უწყებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიჰომოფობიატრანსფობიაქართული იდეაგია კორკოტაშვილი17 მაისიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

თავისუფლების დასაცავად

$
0
0

უპირველეს ყოვლისა, თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ! რაღაც ჯგუფები, მედია ორგანიზაციები, მათი ინსტრუქტორები და შტურბმანფიურერები, რომლებიც საქართველოში შეუწყნარებლობის, ტოტალური ძალადობის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის, რასიზმის, ქალთა ჩაგვრის, სამოქალაქო დაპირისპირების პროპაგანდითა და შუღლის გაღვივებით არიან დღენიადაგ დაკავებული, უკლებლივ ყველა, სინამდვილეში გაცხადებული ან ლატენტური რუსეთუმეები, პუტინის დაკრულზე მოცეკვავეები, საქართველოსა და ჩვენი თავისუფლების მტრები არიან!

ისინი არიან სერგო ორჯონიკიძის ნამდვილი მემკვიდრეები, მისი საქმის გამგრძელებლები, ყოვლადმოწყალე ღმერთის ნაცვლად, სტალინის კერპის თაყვანისმცემლები;

იმათი თანამედროვე ორეულები, ვინც საქართველოში რუსულ ჩექმას შემოუძღვა, ვინც 1832 წლის შეთქმულება გასცა, ვინც ილია ჭავჭავაძეს ესროლა, ვინც პირველი რესპუბლიკა დაამხო, ვინც ქართველი პატრიარქები და სამღვდელოება დახოცა და აწამა, სისხლში ჩაახრჩო 1924 წლის აჯანყება;

ვინც 37 წელი მოუწყო ყველას - მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ქალებს, ბავშვებს, ქართულ კულტურას, მეცნიერებას, ეკლესიას, ვინც შვილებს მამები დაასმენინა, ხოლო დედები გულაგებში გადაასახლა - რუსი სალდაფონების საჯიჯგნად და საწამებლად;

ვინც 9 აპრილის ღამით, თავისუფალი ქართველებისკენ გამოშვერილი მაფიოზურ - ნომენკლატურული თითით, როდიონოვი შემოიყვანა ჩვენს მოსაწამლად და გადასათელად, ვინც ღალატით, მტერს აფხაზეთი და სამაჩაბლო მიატაცებინა, ვინც არჩეული ხელისუფლება დაამხო და სამოქალაქო ომის უფსკრულში გადაგვისროლა;

ვინც სიღატაკეში, სიბნელეში, სიცივეში, შიმშილში, კრიმინალებისა და მაფიოზების თარეშში, მთელი მონდომებით, დაუღალავად, ღირსებას გვილახავდა და აბუჩად გვიგდებდა;

ვინც ჩვენს მოხუცებულებს წლობით პენსიებს პარავდა და ურცხვად, დუჟმორევით გვიმტკიცებდა, რომ აი, სწორედ ასეთი მოძალადე და ფარჩაკია ქართველი ერი, აი, ასეთია საქართველოს ისტორია, ასეთია ჩვენი ტრადიცია, აი, სწორედ ამ მონობასა და სიბეჩავეს ქადაგებს ქრისტე და ეკლესია, აი, ესაა თქვენი მომავალი.

დროა, ვიკითხოთ, რა არის დღეს თავისუფლების მტრების ერთადერთი დავალება, მათი ყოველდღიური ბინძური სამუშაო?

წმინდა ნინოს, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის, გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელის, ილარიონ ქართველის, დავით აღმაშენებლის, თამარის, შოთა რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალეს, ქეთევან წამებულის, სულხან საბას, მარიამ დედოფლის, სოლომონ დოდაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, კირიონ კათალიკოზის, ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას - ერთი სიტყვით, ჩვენი წინაპრებისა და მთელი ქართველი ერის არჩევანის უარყოფა, საქმით დაგმობა, განვითარების გზის ჩახერგვა, ისტორიდან და რუკიდან ამოშლა, ჩვენი შვილების ისევ იმპერიის მონობაში, სიბნელეში, უსაქმურობაში, სიღატაკეში, კრიმინალში, ამორალურობაში, ნაცრისფერ არარაობაში განზავება.

ესაა მათი მიზანი. ესაა მათი საქმე. ესაა მათი ღალატის შინაარსი. ამ "დიად"მისიასთან შედარებით მხოლოდ შტერულ, სასაცილო გართობად მოჩანს ყველაფერი ის, რასაც ასე ემოციურად აღვიქვამთ ხოლმე რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად.

ოღონდ აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი, პავლე მოციქულის პირით, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, პირდაპირ გვიმხელს: რაც უნდა მოინდომოს ცოდვილმა ადამიანმა, უზენაესის სიწმიდეს ვერასოდეს, ვერანაირად შეურაცხყოფს. თავისუფალი გამოხატვა თვითონაა სიწმინდე. გამჩენის მიერ ადამიანისთვის ბოძებული სამოთხისეული ძღვენი.

დროა, ვთქვათ მწარე სიმართლე. ვისი წაქეზებით არიან აღტკინებულნი და ცდუნებულნი გულწრფელი ადამიანები, რომლებიც უმცირესობათა დასაჩაგრად იმუქრებიან და მუშტებს იღერებენ?

სწორედ იმათი, ვისთვისაც საქართველო, პუტინის თქმისა არ იყოს, სოფლის ერთი ორღობეა და მეტი არაფერი. ოღონდ ისეთი მიგდებული, ჩაშვებული, გადაგვარებული, გაუატანლობაში ჩაძირული, ნამდვილი სოდომის მსგავსი სოფლისა, რომლეშიც ქრისტე მაცხოვრის მცნების საპირისპიროდ, ქართული ადათის, ვაჟკაცობის, კაიყმობის წესისა და კანონის დარღვევითა და დამხობით, დაუცველი, სუსტი, უმცირესობაში მყოფი, განსხვავებული, უცხო, უდანაშაულო ადამიანის თრევა, გინება, ცემა, მოკვლა, ქალისა და ბავშვის ყველანაირი შეურაცხყოფა და ჩაგვრა - ღირსებად, კაცობად, მართლმადიდებლობად, ქართველობად საღდება!

სწორედ იმათი წაქეზებით, ვინც ქრისტეს ყოველდღე აფურთხებს და გაჰკივის: ჯვარს აცუ ეგე, რადგან ჯვარცმული ღმერთი იმათთანაა, ვისაც ჩაგრავენ და იმათ წინააღმდეგ - ვინც ჩაგრავს.

აი, ეს, ეს ნამდვილი სერგოები, ჰეროდები და იუდები, ქართველი ერისა და ქრისტიანობის წინაარმდეგ ნამდვილი შეთქმულები გვმოძღვრავენ და მოგვიძღვებიან დღეს, მრავალ მოტყუებულს და საქართველოს დაცვის სახელით აბეჩავებენ საქართველოს.

ისიც საკითხავია, როგორ ახერხებენ ამას, როგორ გვაცდუნებენ, როგორ გვაგდებენ, როგორ გვატყუებენ, როგორ გვაბამენ მახეში?

ერისა და ეკლესიის ნამდვილი მტრობა, პუტინის მსახურება, როგორც ვთქვი, კარგადაა შენიღბული მართლმადიდებლობის, ტრადიციების, ქართველობის, კაცობის, ოჯახის ღირებულებათა საფარველში.

ამ მარტივი მიზეზით, მათ ყველანაირი ცოდვა და დანაშაული გასდით. გაუვიდათ 25 წლის ქართველი გოგოს ჯგუფური გაუპატიურების მუქარა, ოპონენტების ცემა, საჯარო დედის გინებები, პოლიციის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა, ენითუთქმელი სიბინძურის ნიაღვრები;

გაუვიდათ დავითის, თამარის, ილიას ხატების ნამდვილი შებილწვა, - ქართველთა გამაერთიანებელი ამ დიდი წმინდანების სახელით ჩვენში, ქართველებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, შუღლის, ძალადობისა და მონობის კულტის თესვა და გაღვივება;

გაუვიდათ მოღერებული ჯორკოებით, ნასროლი ქათმებითა და კატლეტებით მთელი მსფოლიოს წინაშე ჩვენი საარაკო გამასხარავება;

გაუვიდათ, რადგან, როგორც 1802 წელს მთელი რუსის ჯარი და ჩინოვნიკობა წმინდა ნინოს ჯვარს ამოფარებული შემოგვეპარა მოტყუებულ თბილისში, ასევე ახლაც ეს ჩვენებური პუტინისტები დავითის, თამარის, ილიას ხატებებს არიან ამოფარებული, ქრისტეს სახელის, კაცობისა და ნაციონალიზმის ნიღბების მიღმა იმალებიან და ასე მოიძურწებიან ცნობიერებაში.

და, აბა, რა გამოდის? ჩვენს მტერს, ჩვენ, ქართველები, უკიდურესად ზედაპირულები, ბრიყვები და საკუთარივე თავის მესაფლავეები ვგონივართ?! დიახ და ვეგონებით კიდევაც მანამდე, სანამდე მათ თავის მოტყუების, ღმერთისა და სამშობლოს ღალატში ჩვენი ჩათრევის უფლებას მივცემთ!

თავისუფლების მოყვარე ქართველებმა ზედმიწევნით კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მტრობენ არა უმცირესობები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი წილი ღვთივბოძებული სიცოცხლისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის შიშითა და ძრწოლით იბრძვიან.

არა ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს უაზრო და კონტრპროდუქტიულ სისასტიკეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი,

არა ილია ჭავჭავაძის გზით მავალი თანამედროვე პატრიოტები, - ინდივიდუალური და ეროვნული თავისუფლების დამცველები, ლიბერალები, რომლებიც დღესაც, ისევე როგორც თავის დროზე, თერგდალეულები, დარტყმის მთავარი სამიზნეები გამხდარან თავისუფლების მტრებისთვის,

არამედ, მტრობენ სწორედ აი, ეს არცთუ საგულდაგულოდ შენიღბული, გრძნობების დამცველებად გადაცმული გაბოროტებული, ყველაფრის მკადრებელი კლოუნები, რომელთა ნამდვილი მიზანი საქართველოს, მთელი ქართველი ერის დაჩოქება, მისი იმგვარად დაკნინება და მორალური დაცემაა, რომ საბოლოოდ, ისევ იოლი დასაპყრობი და დასამონებლი გავხდეთ დიდი პატრონისთვის, - ჯალათი პუტინისთვის.

ნუ შევცდებით, თავს ნურავის მოვიტყუებინებთ - არც ტრადიციებს, არც კაცობას, მით უმეტეს არც ქართველობას და სარწმუნოებას ვირეშმაკა პუტინისტები არ იცავენ, რადგან მათი წართმევა, ამ ქვეყნად, უბრალოდ არავის სურს ჩვენი გაცხადებული მტრის, - ოკუპანტი რუსეთისა და კრემლის მონების გარდა.

ქართველობაც, მართლმადიდებლობაც, ოჯახის სიწმინდეც, ტრადიციებიც, გამოხატვის თავისუფლებაც, თანასწორუფლებიანობაც, ტოლერანტობაც, სულგრძელობაც, ვაჟკაცობაც, ლგბტ თემიც და მემორიალზე თამამად მოცეკვავე გოგოც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია, ჩვენი გასარჩევი და დასაცავია - მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი, კეთილშობილი ადამინებისაა და არა იმპერიის სულწარწყმედილი მონების!

აღარასოდეს უნდა ვცდუნდეთ, აღარასოდეს უნდა დავუშვათ თბილისის თავზე მტრის დროშების აფრიალება!

Georgian
ბლოგითავისუფლებაბექა მინდიაშვილითავისუფლებაბექა მინდიაშვილი: თავისუფლების დასაცავადBeka MindiashviliNews ItemArticlePoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზმს"დასრულდა

$
0
0

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. მონაწილეების ნაწილმა ტერიტორია დამოუკიდებლად დატოვა, ნაწილმა პოლიციის დახმარებით, ნაწილმა კი ყვითელი ავტობუსებით ისარგებლა.

ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრების მიუხედავად, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 22 წლის ბიჭია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები ჰქონდა მოწყობილი და მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ მათი გავლით ხვდებოდნენ.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად, პარლამენტის ძველ შენობასთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია მიმდინარეობდა. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ.

დღესვე, დაიგეგმა კონტრ აქციამთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელიც 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორები, გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი, აქციის დაწყებამდე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის"აღსანიშნავად.

აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს"დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელბდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიაქციაჰომოფობიაბიფობიაჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეაქცია მთავრობის კანცელარიასთან17 მაისიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

პირი, რომელიც 17 მაისის აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, არასრულწლოვანია

$
0
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე იძალადა, არასრულწოვანია. ის 15 წლისაა.

"2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობითვის, შსს-ს თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 22 წლის იყო.

აქციაზე "არა ჰომოფობიას"ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, ძალადობის მუხლი დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარემოებით დამძიმდება.

Georgian
17 მაისიძალადობაჰომოფობიააქციააქცია მთავრობის კანცელარიასთანმთავრობის კანცელარია17 მაისიNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

მშვიდობიან მომიტინგეებს ქაშუეთის ეზოში შეურაცხყოფას აყენებენ - ვიდეო

$
0
0

ფეისბუქ მომხმარებელი, ანანო ჭიაბრიშვილი 13 მაისს, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც კონტრაქციის მონაწილეები მას და სხვა მშვიდობიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ.

"ეს გადავიღე კვირას, ქაშუეთის ეზოში "ტყვეობისას". ესაა კადრები, სადაც მეტნაკლებად მშვიდები არიან.

ეს ხალხი, რომლებიც ღირებულებებით აპელირებს, "ქართველობას"იცავს და თავს დაგვკიოდა თამარის ქვეყანააო, ამეებს ეუბნება ქალებს(!) ეკლესიის ეზოში(!). ამ ფაქტორებზე ცხადია შეგნებულად გავამახვილე ყურადღება, კარგად რომ გამოჩნდეს ამათი ფარისევლობა.

დაელოდეთ როდის არ მოეწონება საზოგადოების ამ ნაწილს თქვენი შვილის კაბის სიგრძე ან წითლად შეღებილი თმა, რის გამოც მისი ფიზიკურად ხელშეხების უფლებასაც მისცემენ თავს საქართველოს სახელით. მანამდე იჯექით და მოგვნათლეთ გასულობისთვის მეომარ ახალგაზრდებად", - წერს ანანო ჭიაბრიშვილი.

Georgian
სპეცოპერაცია კლუბებში13 მაისიაქცია13 მაისის აქციასპეცრაზმი კლუბებშისპეცოპერაცია კლუბებშიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

ჰომოფობიური და ფაშისტური ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს

$
0
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰომოფობთა და ფაშისტთა ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს, მათგან 5 გამოკითხვის მიზნით.

რაც შეეხება დანარჩენს 40-ს, 39 პირი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს, 1 კი სისხლის სამართლის კოდექსის. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილი 5 პირი უკვე თავისუფალია. მათ შორის არიან ჰომობობიური დაჯგუფებების ლიდერები: გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართა. ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრების მიუხედავად, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 15 წლის ბიჭია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები ჰქონდა მოწყობილი და მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ მათი გავლით ხვდებოდნენ.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად, პარლამენტის ძველ შენობასთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია მიმდინარეობდა. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ.

დღესვე, დაიგეგმა კონტრ აქციამთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელიც 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორები, გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი, აქციის დაწყებამდე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის"აღსანიშნავად.

აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს"დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელებდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიაქციაჰომოფობიანეოფაშისტური დაჯგუფებაფაშისტური დაჯგუფებებიდაკავებაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე17 მაისიNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

$
0
0

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს პირი დღეს, საგამოძიებო ორგანოში დააკავეს. 

ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამოძიება მუქარით დაიწყო, თუმცა პროცესში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის, ადევნების ნიშნებიც.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ნამდვილად დგას ეჭვქვეშ დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა.

"ჩატარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მან გაიაროს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაული ჩადენის დროს იყო თუ არა შერაცხადი პირი და აცნობიერებს თუ არა იგი სრულად მის მიერ ჩადენილ ქმედებას", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1970 წელს დაბადებული რ.ნ.-ა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.

"ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გუშინ, 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. 

Georgian
ინგა გრიგოლიაადევნებამუქარალონდა თოლორაიაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიინგა გრიგოლიაNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

ქრისტიანობის სადღეგრძელო

$
0
0

ქრისტეს მოძღვრებამ აქ, საქართველოში, შინაგანი და გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, სიყვარულის, თავგანწირვის, თავისუფლების, შემწყნარებლობის, ჩაგრულის მხარდაჭერის, ქველმოქმედებისა და განათლებული რწმენის უნიკალური აქტებით შეისხა ხორცი;

ქრისტიანობა, ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ ტრადიციაში, ესაა მცხეთელი ებრაელების ოჯახს შეფარებული უცხოელი, კაპადოკიელი ქალის ტრიუმფი, რომელიც მკაცრად გმობს ქრისტეს სახელით რელიგიურ და პოლიტიკურ ძალადობას, ქრისტეს მოძღვრების ცეცხლითა და მახვილით გავრცელების შესაძლებლობას;

ბექა 2.jpg

მოგვთა თაყვანისცემა, იერონიმუს ბოსხი
ქრისტიანობა - ესაა ქართული ანბანით წიგნის კითხვის, უნივერსალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ორიგინალური სასულიერო და საერო პოეზიის, პროზის, ხუროთმოძღვრების, მხატვრობისა და მეცნიერების დასაბამი;

ესაა გენიალური ლიტარატურული ტრადიცია, რომელსაც მოძალადე ქმრის მიერ მტკიცე რწმენის გამო დევნილი და ნაწამები სომეხი ცოლის განდიდებით ეყრება საფუძველი;

ესაა ვახტანგ გორგასლის მიერ წამოწყებული იმპერიული, ინსტრუმენტალური რელიგიისადმი დაუმორჩილებლობა და ქართულად ამეტყველებული ქრისტიანობისთვის გზებისა და ალაგების მოსწორებაზე მუდმივი ზრუნვა;

ესაა წამებული აბო და მერყევი, შეშინებული ქართველების შესაგონებლად, სიმტკიცის მაგალითად, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის შესახსენებლად ეკლესიის მიერ სწორედ ამ არაბი კაცის წარმოჩენა;

ესაა ასურეთიდან გამოხიზნული ბერების მიღება, მათი მხნეობა, ენერგია, ადგილობრივ ყოფით და რელიგიურ ცრურწმენებთან დაუღალავი, ფათერაკებითა და ხიფათებით სავსე ბრძოლა და ამავდროულად, ესაა ამ დიდი ასკეტების მიერ შექმნილი სამონასტრო ჰარმონიის - ადამიანის, ფლორისა და ფაუნისადმი სიყვარულის სამყარო;

ესაა მღვდელმთავარ ლეონტი მროველის მიერ შექმნილი დიდი საისტორიო ნარატივი, რომლის საფუძველში კავკასიელ ერთა ძმობის, განსხვავებულთა ერთად ყოფნის სიკეთისა და ძალის გაგება ძევს - "მშვიდობით შეკრბეს ერთად ქართველნი, სომეხნი და ოვსნი“;

ესაა გრიგოლ ხანძთელის "საგმირო ეპოსი,"შინაგანი და გარე უდაბურების ინტენსიური ქალაქყოფა, იმპერიათა გზაგასაყარზე საქართველოს იდენტიფიკაცია, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მანკიერებებთან შეურიგებელი ბრძოლა, უძლურებაში წარმოუდგენელი ძალისა და ენერგიის დემონსტრირება; იერარქიის, აზნაურობისა და ქვეშევრდომობის კი არა, თავისუფალი მოქალაქეობის უპირატესობის აპოლოგია;

ესაა სამონასტრო ცენტრები მთელ მსოფლიოში და რომზე, დასავლეთზე ორიენტირებული ათონელი მამების ფასდაუდებელი რელიგიური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული ღვაწლი; ადგილობრივი საკულტო სიმახინჯეების, საეკლესიო ფეტიშების, სიმდიდრისა და ფარისევლობის წინააღმდეგ გალაშქრება; ესაა სრულად თარგნილი ბიბლია და ბალავარიანიც - სიდჰარტა გაუტამა ბუდას ქართულ, ქრისტიანულ ენაზე ამეტყველება;

ქრისტიანობა დავით აღმაშენებლის რჯულშემწყნარებლობის, განსხვავებულის არამარტო აღიარების, არამედ აქტიური მხარდაჭერის პოლიტიკა და ყოვლისმომცველი სინანულის გამბედაობაა;

ესაა დოგმატურ ჩარჩოებში ჩაკეტილი იმპერიიდან დევნილი იოანე პეტრიწი და აქ, ქუთაისის მახლობლად მისი თავისუფალი, თეოლოგიურ - ფილოსოფიური იდეების გასაშლელად გახსნილი სივრცე; ესაა გელათისა და იყალთოს აკადემიების, მეცნიერებისა და თეოლოგიის ერთ, თანასწორ სიბრტყეზე პრეზენტაციის მუდმივი მცდელობა - ახალი ათონი და ახალი იერუსალემი;

ქრისტიანობა რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო რეფორმაა, დაუნდობელი მხილება და წმენდა ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბავაზაკობის, სიბნელის, კორუფციის, ძალაუფლებისმოყვარებისა და ავხორცობისა; ესაა მარადიული გაფრთხილებაც იმათთვის, ვინც ქრისტეს სახლის მიტაცებას და სავაჭრო დახლად გადაქცევას ცდილობს;

ქრისტიანობა საქართველოში - ესაა თამარის, როგორც ქალის სამეფო პატივისა და თანასწორობის აღიარება, ქალის როლისა და მნიშვნელობის თეოლოგიური დასაბუთება. ესაა თვითონ თამარ მეფის სახარებისეული მორალი, ჰუმანურობა და ქართველი ქალების საუცხოო დიპლომატია;

ესაა ცენზურისგან თავისუფალი კულტურული სივრცე, - რუსთაველის სილაღე და დიალოგურობა, რომლისთვისაც მრავალფეროვანი სამყაროს შემოქმედი, შეუმეცნებელი და გამოუთქმელი ღმერთი თავად ადამიანშია განდიდებული;

ამავდროულად, ქრისტიანობა ვეფხისტყაოსნის ფურცლებზე ნოვრუზ ბაირამის ზეიმი და მუსაფის ანუ ყურანის კითხვის შესაძლებლობაა, თავზეხელაღებული ფატმანისადმი სულგრძელება და არაბი, ინდოელი, ჩინელი გმირების თავგადასავლები; ესაა სპარსული ნოხივით ჭრელ ფაბულაში, როგორც სახარებისეული ვაჭრის მარგალიტში, ჩასმული საღვთო ტრფიალებისა და მსოფლიო მოქალაქეობის ქართული ვერსია;

ქრისტიანობა - ესაა დევნილი და ნაწამები მეფეების, დედოფლების, მთავრების, სასულიერო პირების, რიგითი მორწმუნეების ერთგულება მათსავით დამცირებული, შეურაცხყოფილი, დევნილი, ჯვარცმული ღმერთისადმი; ესაა თავდადება მამულისა და მოქალაქეების დასაცავად;

ესაა კოლაფსის, - ერთიანი სახელმწიფოს დაშლის პერიოდში, მართლმადიდებელი, კათოლიკე და სომეხთა ეკლესიების ურთიერთმხარდაჭერა, თანამშრომლობისა და მეგობრობის გზების მუდმივი ძიება, ქსენონები და უპოვართა თავშესაფრები, ერთობლივი დაცვა იმისა, რისი შენარჩუნებაც, დაპყრობის პირობებში, განსაკუთრებით აუცილებელია.

ქრისტიანობა სასტიკი ძალადობის პირისპირ ქეთევან დედოფლის უშიშრობა და მისი თავგანწირვით ზარდაცემული და აღფრთოვანებული კათოლიკე ბერებისა და სომეხი მემატიანეების მიერ აღვლენილი ქება-დიდებაა;

ესაა პატრიოტიზმის, ინტელექტუალობისა და კულტურული ღიაობის სანიმუშო მაგალითი - საბა სულხან ორბელიანი: მის მონუმენტურ პიროვნებაში შერწყმული მართლმადიდებელი ასკეტი ბერი, კათოლიკე სახელმწიფო მოღვაწე, ლინგვისტი მეცნიერი და აღმოსავლური ყაიდის მენტორი;

ქრისტიანობა - ესაა დავითიანში, ამ ერთ წიგნში თავმოყრილი ყოფა-ცხოვრება და სოციალური კულტურა, მორალი და პოლიტიკა, რელიგია და ეროტიკა, წუთისოფლის მშვენიერება და წარმავლობა, დრამა და გროტესკი; რეალისტური კვლევა უშუალოდ ადამიანსა და ქართლის თავს დატეხილი ჭირ-ვარამის მიზეზებისა, მწყემსი ქალ-ვაჟის უკანონო სიყვარულის იგავი, ჯვარცმული იესოს დატირება და ზუბოვკიდამ მომავალი ხალიანი მანდილოსნისადმი მიცემული მისტიკური ერთგულების პირობა;

ესაა სამშობლოდან ტყვედ გაყიდული ანთიმოზ ივერიელის ზრუნვა საქართველოში სტამბის დაარსებაზე და ეკლესიის მიერ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი; შემდეგ, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ესაა მართლმადიდებლურ-სომხურ-კათოლიკური სოლიდარობის აქტები, ამ ძალისხმევის გამწევი გამორჩეული მოღვაწეები ანტონ პირველი და ფილიპე ყაითმაზაშვილი;

ესაა კათოლიკეების ძალისხმევით დასტამბული პირველი ქართული წიგნი, პირველი გრამატიკა, ქართული ზღაპრების პირველი კრებული, სომეხთა ეკლესიის მხარდაჭერით გახსნილი პირველი სასულიერო სემინარია თბილისში; ესაა პადრე ნიკოლას ბრძნული რეკომენდაციები მიცემული სამეფო სახლისთვის რუსეთთან დამეგობრების დიდ საფრთხეებზე და ეპისკოპოს ავეტიქის საგანმანათლებლო მოღვაწეობა;

ქრისტიანობა - ესაა თბილისელი აშუღის, საიათნოვას სამენოვანი სიმღერა სამოთხის ბაღზე, უწამლო სიყვარულზე, ყარიბობასა და ვაჟკაცობაზე;

ქრისტიანობა - ესაა „ერთმორწმუნე“ იმპერიისადმი წინააღმდეგობა, - აჯანყებული არქიმანდრიტი ფილადელფოს კიკნაძე; საერო ცოდნისა და სახარებისეული მორალის შემრწყმელი, ქართული ენისა და კულტურის დამცველი, მუსლიმთა და ანგლიკანთა მეგობარი დიდი მღვდელმთავარის, გაბრიელ ქიქოძის "უბრალო"და უბადლო ქადაგება, რომელიც ვერ გუობს ბატონ-ყმობას, მონურ მორჩილებას, უპასუხისმგებლო რელიგიურობას.

ესაა ქართული სამხმიანი გალობის აღორძინება და მე-19 საუკუნის ეროვნულ მოძრაობაში, ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლაში კირიონისა და ლეონიდეს წინამძღვრობით ჩაბმული, ფაქტობრივად, მთელი სამღვდელოება, რომლიც იმდროინდელი, როგორც იტყვიან, „მოწინავე ევროპული“ იდეებით იყო შეიარაღებული.

ესაა თერგდალეულების სწორედ ქრისტიანული ლიბერალიზმი, - ტრადიციასთან შერწყმული პიროვნული და რელიგიური თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის იდეებისა და წერა-კითხვის გავრცელება; კუთხურობასა და ანტისემიტიზმთან დაპირისპირება; მანკიერებათა უშეღავათო მხილება, კაი ყმის ვაჟა-ფშავალასეული პირობები.

ესაა ქართველი მუსლიმებისადმი მთელი ინტელექტუალებისა და ქართველი სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილი უპრეცედენტო თანადგომა; - რად ღირს თუნდაც ილიას მხარდაჭერით ქართულად თარგმნილი ყურანი ან ქართველი მუსლიმის დღის დაწესება;

ქრისტიანობა - ესაა ოდესაში ებრაელთა პოგრომის დროს, მათ დასაცავად გადამდგარი და ჟანდარმის ტყვიით მოკლული ალექსანდრე კლდიაშვილი; ესაა დიდი კათოლიკე მღვდელი და მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი, რომელმაც სანტამარინელას სანაპიროზე ზღვაში შეცურა, - საკუთარი სიცოცხლე გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ესაა ხანმოკლე დამოუკიდებლობისა და შემდეგ ოკუპაციური რეჟიმისადმი წინააღმდეგობის პერიოდის, 1918 - 1927 წლების ანტირუსული და ანტიკომუნისტური, სახარებაზე, დასავლეთზე, განათლებაზე, მასშტაბურ რეფორმებზე ორიენტირებული ეკლესია, რომელიც სახელმწიფოსგან გამიჯნვას ემხრობა და ოკუპანტებისგან იცავს თავისუფლებასა და სარწმუნოებას. ქრისტიანობა ესაა კათოლიკოს - პატრიარქი ამბროსი ხელაია.

ქრისტიანობა გრიგოლ ფერაძეა - სიძულვილთან, ძალადობასთან, უწიგნურობასთან მებრძოლი წმინდა ბერი და მეცნიერი, რომელიც მართლმადიდებელი, კათოლიკე და ევანგელური ეკლესიების გაერთიანებაზე ოცნებობს და სიცოცხლის ფასად, ნაცისტებისგან იცავს ებრაელებს, სხვის გადასარჩენად თვითონ შედის გაზის საკანში.

ქრისტიანობა - ესაა უამრავი ცნობილი თუ უცნობი მართლმადიდებლის, სომეხთა ეკლესიის აღმსარებლის, კათოლიკეს, პროტესტანტის ტოტალიტარულ სისტემასთან შეურიგებლობა, ბრძოლა ქრისტიანული ღირსებისა და ადამიანის თავისუფლების დასაცავად, ესაა მერაბ კოსტავა და მისი უკომპრომისო დისიდენტობა;

ქრისტიანობა - ესაა გურამ რჩეულიშვილის თავისუფლებითა და სიყვარულით სავსე გული, მისი პროტესტი უსახურობის, გულგრილობის, სიყალბის წინააღმდეგ, მისი მცდელობა ალავერდის გუმბათისკენ შეატრიალებინოს ცარიელი თავები დროსტარებასა და ქეიფში ჩაფლულ საბჭოთა ადამიანებს, მისი ზღვაში შესვლა რუსი გოგოს გადასარჩენად.

ქრისტიანობა ესაა ექიმი იოსებ ჟორდანია და რიო დე ჟანეიროს თავზე, თვითმფრინავში უცხო ბავშვისთვის გაწვდილი საკუთარი, ერთადერთი მაშველი რგოლი.

ქრისტიანობა - ესაა ნებისმიერი მოწყალე, მიმტევებელი, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისთვის დევნილი, უცხოს მიმღები, ჩაგრულს გამოქომაგებული, თავისუფლების პატივისმცემელი, პატიოსანი მორწუნე და ქრისტიანობა - ესაა უნიღბოდ ცხოვრების ვაჟკაცობა;

ესაა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით ებრაელი ნისან ბაბალიკაშვილის, ბაპტისტი მალხაზ სონღულაშვილისა და მართლმადიდებელი ზურაბ კიკნაძის მიერ ერთობლივად თარგმნილი მთელი საღვთო წერილი - ბიბლია, რომელიც დღეს, წესით და რიგით, ყველა ქრისტიანის ოჯახს უნდა ამშვენებდეს. ოღონდ, ქრისტიანობა ბიბლიის კითხვა, გააზრება, ცხოვრებაა ბიბლიით და არა კოცნა და თაყვანისცემა;

_49293384_procession17_cross.jpg

გზა გოლგოთისკენ, პიტერ ბრეიგელი (უფროსი)
ქრისტიანობა - ესაა მაცხოვრის მიერ დადგენილი ხსნის პირობა: ის, ვინც შეურაცხყოფს ადამიანს, ამავდროულად შეურაცხყოფს ღმერთს, ის, ვინც დევნის განსხვავებულს, ამავდროულად დევნის ღმერთს, ის, ვინც ხელს არ უმართავს გაჭირვებაში ჩავარდნილს, ამავდროულად ხელს არ უწვდის ღმერთს, ის, ვინც არ იღებს უცხოს, კარს უკეტავს სამყაროს შემოქმედს, ხოლო ის, ვინც მიუტევებს, - მიეტევება!

ქრისიტიანობა - ესაა მარადიული საიდუმლო, რომელშიც განკაცებული ღმერთი მუხლს იდრეკს ცოდვილი ადამიანის წინაშე, რათა მას თავისი უწმიდესი ხელებით დაბანოს ფეხი, ძალადობაზე უარს ათქმევინებს პეტრე მოციქულს - ჩამოთლილ ყურს აღუდგენს მომხვდურს და ჯვარზე ადის ადამიანის პირისპირ, რათა გაგვიმხილოს, რომ კეისრის, სინედრიონის, პუტინის, დუგინისა და რუსული საგარეო დაზვერვის შეფის, პრიმაკოვის სახელობის მორალისტობა, ჯაშუშობა, ძალადობით, გინებით, ტაბურეტებით მართლმადიდებლობისა და ქართველობის „დაცვა“, სინამდვილეში, ქრიტეს კი არა, ანტიქრისტეს თაყვანისცემაა, რადგან ღმერთი სიყვარული არს!

Georgian
ქრისტიანობაბექა მინდიაშვილირელიგიაქრისტიანობაბექა მინდიაშვილი: ქრისტიანობის სადღეგრძელოBeka MindiashviliNews ItemArticleReligionSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

$
0
0
Georgian

საქმე იმაშია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს პრეცედენტული, ანუ, შესაძლებელია, მსგავსი შინაარსის საქმეზე სასამართლომ წინა გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელოს და იდენტურად დაასაბუთოს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ერთი საქმე საშიშია კონკრეტულ პერიოდში, მას შეიძლება ჰქონდეს განგრძობითი ეფექტი.

ტაბულამ შეაგროვა და ქრონოლოგიურად აღრიცხა ბოლო პერიოდის სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონები ან კანონპროექტები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

კანონი შუღლის გაღვივების შესახებ

პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 12 ივნისიდან ძალაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლი, რომლითაც დასჯადი გახდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

კანონპროექტის ინიციატორი საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და თავდაპირველად, ის "შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებისთვის" 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

დოკუმენტში მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ასე იყო განმარტებული - "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით".

შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შუღლის გაღვივების ამკრძალავი ნორმის შემოღების მიზანი "საზოგადოების ყველა სეგმენტის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა"იყო, თუმცა მათ არ ეთანხმებოდნენ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედია.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 18-მა წარმომადგენელმა კანონპროექტს სარისკო უწოდა.სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ახალ ჩანაწერს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ საპირისპირო აზრის ჩამხშობ ბერკეტად ქცევის საფრთხედ მიიჩნევდნენ.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებდნენ, რომაღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენის დროს არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია და სახელმწიფო დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით აბსოლუტურ პასიურობას ავლენს. სწორედ ამიტომ, განცხადების ავტორები ამბობდნენ, რომ დაბალია ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა.

კანონის თავდაპირველმა პროექტმა დეპუტატების ნაწილის შეშფოთებაც გამოიწვია, მათ შორის იყვნენ პარლამენტარები კოალიცია "ქართული ოცნებიდან". შედეგად, ფორმულირება "შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები"კანონპროექტიდან ამოიღეს და მის ნაცვლად გაჩნდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

საბოლოოდ მიღებული ვარიანტით, პირი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ჯარიმით ან 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯება, თუ ის საჯაროდ მოუწოდებს ძალადობრივი ქმედებისკენ, განხეთქილების ჩმოგდების მიზნით.

ამ ტიპის მოწოდებები დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ ეს მოწოდება "ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს"ქმნის.

17 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფორმულირების შეცვლის მიუხედევად, დაგეგმილი ნორმა გამოხატვის თავისუფლების კუთხით კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს. ისინი პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო აღნიშნული ცვლილება. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

რუსთავი 2-ის საქმე

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე. ეს თქვა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ამის ეჭვი გაუჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის თანამფლობელი 2004-2006 წლებში იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის აგვისტოში მიმართა. ამას მოჰყვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება და ხანგრძლივი, ხმაურიანი სასამართლო პროცესები. საქალაქო სასამართლოში საქმეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა.

2015 წლის 3 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.

ფოტო: ტაბულა
სასამართლოს პარალელურად, იმართებოდა საპროტესო აქციები, მოქალაქეები, აქტივისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი მიმდინარე პროცესებს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებდნენ. გიორგი ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ "წართმეული უნდა დაბრუნდეს".

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც განხილვები 2016 წლის ივნისში დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით გადაწყვიტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიაკუთვნა.

2017 წლის 2 მარტს კი რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნასაქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

ამის შემდეგ, რუსთავი 2-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს აღსრულება იმავე დღეს, რამდენიმე დღით შეაჩერა. 7 მარტს კი ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა.

ტელეკომპანიის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე სწავლობენ. საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართესსაქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

ფადი ასლის საქმე

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე რომ ვლადიმერ კაკაბაძე, თეა ბერაია ან გოგიტა თოთოსაშვილი ყოფილიყო, შესაძლოა ეს სტატია კრიტიკად ჩაეთვალა და ამისთვის ჟურნალისტი დაეჯარიმებინა.

სწორედ ეს გააკეთა მოსამართლე ბერაიამ ბიზნესმენ ფადი ასლისთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ასლიმ სხვა მოსამართლეს, ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 138 მილიონი დოლარით დაჯარიმებას. გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ, მოსამართლე კაკაბაძის გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

კომპანიების უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო ფადი ასლიმ ეჭვი გამოთქვა, რომ მოსამართლე კორუმპირებული იყო, რის გამოც ვლადიმერ კაკაბაძემ ასლის უჩივლა. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, თეა ბერაიამ ასლის კაკაბაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის გადახდა და ამ ინფორმაციის იმ მედიით გავრცელება დაავალდებულა, სადაც ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა. თეა ბერაიას გადაწყვეტილება ფადი ასლიმ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ - მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ის ძალაში დატოვა. ამჟამად დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ ფადი ასლის დაჯარიმებით კანონის მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც საჯარო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს გაუგზავნა სიგნალი, რომ მათი კრიტიკა დასჯადი ხდება.

"ეს პრეცედენტი განგაშის ზარი უნდა იყოს ყველასთვის სამოქალაქო საზოგადოებაში, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებრივი დებატის სასამართლოს მეშვეობით ჩახშობის განუზომელ პოტენციალს ქმნის. სასამართლომ არათუ ფეხქვეშ გათელა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება, არამედ აშკარად თვითნებურად და მცდარად განმარტა სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონი ადგენს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტს და სამაგალითოა სიტყვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით. სასამართლომ კანონის ნათელი ცნებები და სტანდარტები თავდაყირა ამოატრიალა და მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საპირისპიროდ განმარტა, ისე რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა", - აცხადებს ზედელაშვილი.

"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა"

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ მოამზადა, ხოლო მისი პარლამენტში ინიცირება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოახდინა.

ტომარაძე მიიჩნევს, რომ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ".

კანონპროექტის ავტორის აზრით, "რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას", ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა.

იმას, რომ ამ კანონის მიღების საფრთხე რეალური იყო, ადასტურებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. კომიტეტმა, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, მას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის აზრით, კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. NGO-ებმა პარლამენტს მოუწოდესარ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი. ამავეს მოუწოდებდა საკანონმდებლო ორგანოს Amnesty International.

კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოშიც, სადაც დოკუმენტთან კავშირი უარყვეს.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
2016 წლის 15 თებერვალს სოსო ჯაჭვლიანმა ინიცირებული კანონპროექტი გამოითხოვადა ეს იმით ახსნა, რომ ის დახვეწას საჭიროებს.

ორი წლის შემდეგ, იგივე შინაარსის კანონის იდეა ამჯერად ემზარ კვიციანს გაუჩნდა. იმ განსხვავებით, რომ ის "დარღვევისთვის"სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. კერძოდ, მისი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.

კანონპროექტის ავტორის აზრით, ამგვარი "დარღვევა"ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უნდა ითვალისწინებდეს.

ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტს იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ამჯერად სოფიო კილაძის თავმჯდომარეობით. მისი თქმით, ბოლო პერიოდში "მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა", რამაც ის აღაშფოთა.

ემზარ კვიციანის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!"მიერ გავრცელებულ განცხადებაშიწერია, რომ ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი კვლავ პარლამენტშია და არ არის გამორიცხული, დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირონ, შედეგად კი, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი ნორმა მივიღოთ.

"აიისა"

2018 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის, რომელიც დაცული სექსისთვის საუკეთესო საშუალებაა, ორ თითზე წამოცმა საზოგადოების ღირსებასა და მორალს ლახავს. როგორც ჩანს, შეილახა თავად მოსამართლის ღირსებაც, რადგან 9-გვერდიან გადაწყვეტილებაში, რომელიც პრეზერვატივების კომპანიას ეხება, ერთხელაც არ არის ნახსენები სიტყვა "პრეზერვატივი".

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომპანია "აიისა" 500 ლარით დაჯარიმდა და მას რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გაყიდვა აეკრძალა, მათ შორისაა: "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა", "ძლევაი საკვირველი"და სამეფო გვირგვინის გამოსახულება, წარწერა "სამეფო კარი თამარში"და თამარ მეფის გამოსახულება, გამოსახულება "მაკურთხებელი ხელი".

ფოტო: აიისა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, როგორ შეიძლება შელახოს პრეზერვატივის შეფუთვამ საზოგადოების ღირსება და მორალი, დოკუმენტში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რა არის ნათლისღება, რა ადგილი უკავია დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში, რა დამსახურებები ჰქონდა თამარ მეფეს და რომ ორი თითი სასულიერო პირების მიერ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გამოიყენება.

"აიისას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული რეკლამები თავისი წარწერებით და გამოსახულებებით არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს", - ნათქვამია დასაბუთებაში, თუმცა კვლავ არ არის განმარტებული, პრეზერვატივზე გაკეთებულმა წარწერამ როგორ შეიძლება ხელყოს ეროვნული და ისტორიული საგანძური, ძეგლები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებისთვის ძალიან საშიში პრეცედენტია.

"ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან ცენზურის დაწესება გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლებისთვის. უკვე დროა, ყველამ განგაშის ზარი შემოვკრათ, იმიტომ, რომ არამხოლოდ თვითმმართველობის ორგანო თვლის რომ მორალი, ზნეობა უნდა იქცეს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარანტად, არამედ, ამას ასე მიიჩნევს სასამართლოც და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, რომელიც "აიისას"დამფუძნებლის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის მისაღებია ან არ იწვევს რეაქციებს, არამედ, პირველ რიგში ისეთი ინფორმაცია, რომელიც თუნდაც უმრავლესობისთვის შემაშფოთებელია და მძაფრ რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში", - აცხადებს ტაბულასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია.

მისი თქმით, ის, რომ თამარ მეფის სურათი პრეზერვატივზე ბევრისთვის მიუღებელი იყო, სასამართლოს მეშვეობით კონკრეტული გამოხატვის აკრძალვის საფუძვლად ვერ გამოდგება.

"ცხადია, მეორე მხარესაც თავისუფლად შეუძლია ამის კრიტიკა და აზრის დაფიქსირება, თუმცა როცა სასამართლოს მიერ ხდება გარკვეული მორალური მსჯელობების შემოტანა, ეს საფრთხის შემცველია, რადგან შეიძლება გავრცელდეს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროზე. ეს არის ერთი ქეისი, რომელსაც შეიძლება ბევრნაირი გაგრძელება მოჰყვეს პრაქტიკაში, თუ სასამართლო ამ პრაქტიკას დაადგენს. გარდა ამისა, სასმართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც გარკვეულწილად იმის სიმპტომია, რომ ქვეყანაში საფრთხე შეიძლება შეექმნას უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვას" , - აცხადებს ბერაია.

კანონი შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ

შუღლის გაღვივებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან "დაცვის"შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ"გადაწყვიტა ქვეყანაში შემოქმედებითი თავისუფლებაც "დაარეგულიროს". პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი ცენზურა დაწესდეს. საუბარია კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერზე, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვით ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ენიჭება.

კანონპროექტი ცენზურას უქვემდებარებს შემდეგ შემთხვევებს:

  • როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას;
  • როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ანუ, ამ პუნქტების გათვალისწინებით, კანონის მიღების შემთხვევაში, ცენზურა შეიძლება შეეხოს: "ვეფხისტყაოსანს", "ჯაყოს ხიზნებს", "ბიბლიას", "მთვარის მოტაცებას", "დიდოსტატის მარჯვენას", "ლონდრეს", "ნატვრის ხეს", "შერეკილებს", "თეთრ ბაირაღებს"; ისეთ ოსკაროსან ფილმებს, როგორებიცაა call me by your name (შენი სახელით მომმართე), brokeback mountain (კუზიანი მთა), the handmaiden (მოსამსახურე), dallas byers club (დალასის შემსყიდველთა კლუბი), EYES WIDE SHUT (ფართოდ დახუჭული თვალებით), THE DANISH GIRL (დანიელი გოგონა); სერიალები: Game of thrones (სამეფო კარის თამაშები), the young pope (ახალგაზრდა პაპი); პაოლო პაზოლინის და გასპარ ნოეს ფილმებიდა ა.შ. ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.

"ვეფხისტყაოსანი", მიხაი ზიჩი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვის მხოლოდ ერთ შესაძლებლობას აწესებს - იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნაწარმოები ლახავს ადამიანის უფლებებს. ის სია, რაც კულტურის შესახებ კანონის პროექტშია მოცემული, კონსტიტუციის ჩანაწერს არ შეესაბამება.

"ამ შემთხვევაში მაგალითად ჰიტლერის მაინ კამფიც უნდა ავკრძალოთ. შესაძლებელია იყოს ფილმი, ლექსი, სპექტაკლი და ასე შემდგომ. რას დაინახავს მოსამართლე დარღვევად, წინასწარ რთულია დადგენა. მაგალითად, "აიისას"საქმეზე, "ძლევაი საკვირველი"დაინახა, როგორც პრობლემა. ძალიან საშიშ პრეცედენტებთან გვაქვს უკვე საქმე. ეს აღარ არის ერთი და ორი ინდივიდუალური შემთხვევა, ეს არის ტენდენცია, რომელიც ხვალ უკვე სხვა უფლებებზე გადაინაცვლებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს უკვე მიზნად აქვს დასახული", - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, კულტურის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი დღესაც არსებობს თუმცა ის მკვდარ ნორმას წარმოადგენს, რადგანაც მისი აღსრულების შესაძლებლობა არ არსებობს. იმის გამო რომ ახალი კანონპროექტით სასამართლოს ამ დავების გადაწყვეტის უფლება მიეცემა, მას შესაძლოა ცენზურის შემოღების ეფექტი ჰქონდეს.

____________

გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელ, გიორგი ბერაიას ჯორდანო ბრუნოს მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ის იმ გამოხატვისთვის დაისაჯა, რაც დღეს უკვე საყოველთაო ჭეშმარიტებაა.

გამოხატვის თვისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებაში დისკუსია, მსჯელობა გააღვივოს და ამის შემდეგ ადამიანები მივიდნენ გარკვეულ დასკვნამდე. ამ პროცესში გარკვეული გამოხატვა უმრავლესობისთვის შეიძლება აღმაშფოთებელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია. საზოგადოების განვითარება, შეხედულებები იცვლება დაა ერთ დროს რაც სრულიად მიუღებელი იყო, ხვალ შეიძლება ხვალ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება გახდეს. ამიტომ, როდესაც სახელწიფო ახდენს გარკვეული გამოხატვის სანცირებას, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ბევრი ადამიანისთვის შეიძლება მეათასეხარისხოვანი იყოს რა დაეხატება კონკრეტულად პრეზერვატივს, მაგრამ აქ საუბარია ზოგად სტანდარტზე. დღეს შეიძლება იყოს პრეზერვატივი, ხვალ კლუბის სახელი და ა.შ.", - ამბობს ბერაია.

გამოხატვის თავისუფლებაგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაცენზურა გამოხატვის თავისუფლებაზესიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებარუსთავი 2რუსთავი 2-ის საქმეფადი ასლიშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიშუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ კანონპროექტიშუღლის გაღვივებააიისაგიორგი მშვენიერაძეგიორგი ბერაიადავით ზედელაშვილიშემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვაცენზურაე.წ რელიგიური გრძნობებიე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა. გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტებს ქმნიან მოსამართლეებიც.გამოხატვის თავისუფლებაგამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგხატია ღოღობერიძეNews ItemArticlePoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები

$
0
0

ქვეყანაში დაფუძნდა მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, პარლამენტი - დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები.

საქართველოში პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 616,150-მა ადამიანმა მიიღო, საერთო აქტივობა 60%-ს შეადგენდა

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელ კრებაში სულ 130 ადამიანი იყო.ეს ქალები იყვნენ:

მინადორაორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში "არა" (ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს "გურიის ქალთა საზოგადოების"თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა.

ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორშიმოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისადა ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია) 

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში.

1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.

აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.

ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)

ფოტო: ეროვნული არქივი
21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მუშაობდა.

1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეოპროპაგანდის, აგრეთვე "შოვინისტური განწყობების"  ბრალდებით დახვრიტეს.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

ფოტო: ეროვნული არქივი
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო 15 წლის ასაკში გარიცხეს.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

_____

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მცირე ხანს, დაახლოებით სამი წელი იარსება. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, ბათუმში დაიბეჭდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა.

Georgian
ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეანა (ოლა) სოლოღაშვილიელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძემინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე26 მაისისაქართველოს დამოუკიდებლობადამფუძნებელი კრებადამოუკიდებლობის 100 წლის თავიზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი.საქართველოს დამოუკიდებლობახატია ღოღობერიძეNews ItemPoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text
Viewing all 1362 articles
Browse latest View live