საქართველოს მთავრობამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დანაშაულებზე სანქციები მკაცრდება.
შსს-ს ინფორმაციით, კანონპროექტის შექმნის მიზანი ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა.
შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში იგეგმება.
კერძოდ, საუბარია შემდეგ ცვლილებებზე:
შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას პირთა ფართო წრისთვის აწესებს. ომბუდსმენის აზრით, ეს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი ფართოვდება პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა.
"თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე" - ასე ეწოდება პირს, რომელსაც მშვიდობიანი მანიფესტაცია ეკრძალება და დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს: პროკურატურის მუშაკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურისამსახურის მოსამსახურე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.
დღეს მოქმედი კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შეკრებასადა მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს მხოლოდ შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ესეც კი არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი.
"ვენეციის კომისია ამ საკითხს უარყოფითად გამოეხმაურა 2011 წლის მოსაზრებაში, სადაც ის აფასებდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე "კანონიერი შეზღუდვების" დაწესების შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით. ამასთან, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობისშენარჩუნების შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.
დისკრიმინაციის აკრძალვა OSCE/ODIHR-ისადა ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებიდან ერთ-ერთია. ამ პრინციპის მიხედვით, აბსოლუტური აკრძალვა არ შეიძლება დაწესდეს პოლიციისა და სამხედრო პერსონალზე მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან მიმართებით. სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს", - აცხადებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი არათუ არ ხელმძღვანელობს ამ სტანდარტით, არამედ ზრდის სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა.
"მათ შორისაა, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურისამსახურის მოსამსახურე. ისმის კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე", - აცხადებს ომბუდსმენი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, უკვე წლებია პრობლემაა გარკვეულ უწყებებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტურიაკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზებისპროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას.
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული, 50%-ის აზრით კი პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული.
IRI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია - 76%, თუმცა იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6%-ით, 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით შემცირდა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით, კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხებისპროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუქზე გაავრცელა.
ქევხიშვილი აცხადებს, რომ გადადგომა აქამდეც შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ამას "პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები"ითხოვდნენ.
"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რათქმაუნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის", - წერს ქევხიშვილი.
ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, ასევე ყოფილი ძიუდოისტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი მედალი მოიპოვეს - 7-ვე მონაწილე სპორტსმენი დამარცხდა. ისინი ამაში ბრალს ფედერაციის პრეზიდენტს სდებენ და მის გადადგომას სწორედ ამიტომ ითხოვდნენ.
"სოკარ ჯორჯია გაზის"ინფორმაციით, 6 ივნისის დილის 09:00 საათიდან 7 ივნისის საღამოს 16:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციოსამუშაოებს ასახელებენ.
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
არაგვისპირელს;
ტყაბლაძეს;
ერევნის ქუჩას და მის II შესახვევს;
ბაზაძეს;
26 მაისის ქუჩას ჩიხებითადა შესახვევებით;
მიზანდარს;
რიონჰესს;
თომაშვილს;
ოსტროვსკის;
ტყიბულის ქუჩას ჩიხებითადა შესახვევებით;
ვასაძეს;
კლდიაშვილის ქუჩას ჩიხებითადა შესახვევებით;
თბილისს;
კოსტავას;
სოლომონ მეორეს;
ევდოშვილის ქუჩას შესახვევებით;
შანიძის აღმართს;
აღმაშენებლის გამზირს №1, 3, 5, 2, 4, 6, 8, 10-ს;
წყალწითელას დასახლებას;
მანდარიას;
კუპრაძეს;
სადგურს;
მკურნალს;
ნაზარიშვილს;
სოლომონ I-ს;
ტიციან ტაბიძეს;
წმინდა სამების ქუჩას ჩიხებითადა შესახვევებით;
ხახანაშვილის №44, 42, 40-ს;
თამარ მეფის ქუჩას №1-დან №95-ის ჩათვლით;
გოგებაშვილს.
"სოკარ ჯორჯია გაზის"ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 7 ივნისის საღამოს 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც არ მუშაობს. გუშინ გვიან ღამით, თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელფასების 45%-იანი მატება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მოსახლეობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, თბილისში, უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში (N202 საჯარო სკოლა) მრავალი დარღვევა გამოიკვეთა. უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიისსაკითხები.
გარდა ამისა, ომბუდსმენის ინფორმაციით, მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა, რის გამოც საკვები მშობლებს და სკოლის პერსონალს სახლიდან მიაქვთ.
"მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფააგათვალისწინებული", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობისმინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
"აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.
მათივე განცხადებით, ეს დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას აბრკოლებს.
თბილისის N202 საჯარო სკოლის შემოწმებაზე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაციმყოფებოდა. ის შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო.
N202 საჯარო სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს პანსიონურმომსახურებას უწევს.
ზვიად დევდარიანი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაშიადანაშაულებენ, აპირებს პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ივნისს სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი განცხადება მან ადვოკატთან ერთად დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საქმეზე სახალხო დამცველის აპარატში გამოკითხეს.
ადვოკატი არ ასახელებს, კონკრეტულად ვის უჩივის დევდარიანი. ამბობს მხოლოდ იმას, რომ იქნება დაახლოებით 8 ადამიანი და მათ ვინაობას 8 ივნისს იტყვის. დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათ შორის იქნებიან ის ადამიანები, ვინც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ "კამპანია" დაგეგმა და განახორციელა.
ადვოკატი ამ "კამპანიას" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დევდარიანის დასახელებას უკავშირებს.
"მე შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, რომ ეს სუბიექტები იქნებიან ის პირები, ვინც ეს კამპანია დაგეგმა, იმიტომ რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იმ ელემენტარული მიზნით, რომ ზვიად დევდარიანს მოეხსნა თავის კანდიდატურა საზმაუს ბორდის წევრობიდან. ვინც შეასრულა, ვინც განახორციელა, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ არის გამოძიებული სამართლებრივად, სწორედ ამიტომაც დაგვჭირდა ორთვენახევარიდაახლოებით.
8 ივნისს სარჩელის შეტანის დროს გავაჟღერებთიმ ფიზიკურ პირებს, ვინც უშუალოდ გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია დევდარიანის მიმართ, ვინც ეს კამპანია დაგეგმა და არც თუ ისე უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები არიან", - აცხადებს გაბუნია.
ადვოკატმა დააანონსა, რომ პროცესი იქნება "საკმაოდ სკანდალური". მისი თქმით, დევდარიანის წინააღმდეგ "კამპანიაში" ჩართული იყვნენ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები, არამედ ის ადამიანები, კონკრეტულად ის ჯგუფები, "ვინც თავის კანდიდატურა გაიყვანა".
გარდა ამისა, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, მათ ორი კვირის წინ ჩაბარდათ 3 ქალის ჩვენება, დღეს კი კიდევ ერთის. ადვოკატი ამბობს, რომ არანაირ სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და საქმეში ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის.
"ჩემი როგორც ადვოკატის მოლოდინი უფრო მეტი იყო, რომ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის, არის მონაყოლი ამბები, როგორც მეგობარი მეგობარს ეტყვის, არანაირი მტკიცებულებით გამყარებული და რაც ყველაზე მთავარია 3-4-5 წლის უკანდელფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ იქნა დეტალური ახსნა-განმარტება მიცემული და წარდგენილი წერილობით ფორმით, კონკრეტული მტკიცებულებებით", - აცხადებს გაბუნია.
ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიყვანოს საქმე ბოლომდე და დროულად შეწყვიტოს დევდარიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნებისფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.
დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
უწყება მოქალაქეებს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ "112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისას"საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.
კომპანიის დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან ამბობს, რომ მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. მას შემდეგ, რაც მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნობა, აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით 2018 წლის 4 მაისს დააჯარიმა. გარდა ამისა, მოსამართლემ "აიისას"რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადებადააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა.
დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.
ინფორმაცია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ცხელ ხაზზე მოპასუხეებმა გადაამოწმეს, სადაც მათ დაუდასტურეს, რომ სარჩელი ნამდვილად არ არის მიღებული.
უცნობია კონკრეტულად რა გახდა უარის თქმის მიზეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვთ და ამაზე მხარეებმა უნდა ისაუბრონ.
ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სარჩელზე უარის თქმის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ადვოკატმა ტაბულას უთხრა, რომ სასამართლოში მისვლას უახლოეს პერიოდში აპირებს და დაზუსტებული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში ექნება. სავარაუდოდ, ამ დროს გახდება ცნობილი რა გახდა უარის თქმის მიზეზი.
CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.
დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.
ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, მათი სახელითა და მსგავსი ბრენდინგით ზოგიერთი ვებგვერდი და ფეისბუქ გვერდი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ყალბი გვერდები სოციალურ მედიაში ავრცელებენ შეტყობინებას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ვიზეარის ორი ბილეთი 1 ევროდ შეიძინონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
შეგახსნებთ, რომ ავიაკომპანია ვიზეარის ოფიციალური ვებგვერდია: www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ ფასების შესახებ ქვეყნდება სწორედ აქ.
Wizz Air აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე არ ვრცელდება.
ავიაკომპანია აუცილებლად მიიღებს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც Wizz Air-ის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს" - ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში, რომელსაც ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. შესაბამისი დოკუმენტები ტაბულამმოიპოვა. უგრეხელიძემ, რომელსაც სახალხო დამცველმა თანამშრომლის სექსუალური შევიწროება დაუდგინა, სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიმართა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან არ შეიცავს მითითებას რომელი ცნობების უარყოფა სურს მოსარჩელეს.
შესაბამისად, პაპუნა უგრეხელიძეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები უკან დაუბრუნდება. მას ასევე განემარტა, რომ შეუძლია განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ დაშვებული დარღვევას გამოასწორებს.
"სასამართლოს სარჩელისადა თანდართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ"ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელისმოთხოვნა. 2 განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ შეიცავს მითითებას, კონკრეტული ცნობების/გამონათქვამების შესახებ, რომლის უარყოფაც სურს მოსარჩელესმოპასუხისაგან", - აღნიშნულია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზანი საქმის ხარისხიანი განხილვის უზრუნველყოფაა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელესუფლება აქვს გამოასწოროს მითითებული დარღვევა და წარადგინოს სრულყოფილი სარჩელი.
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა 2017 წლის მაისში მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს"და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.
27 მარტს, წულუკიანის განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.
იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.
გარდა ამისა, 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის"ანგარიში, სადაც საუბარია კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.
"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა. ის, პაპუნა უგრეხელიძის მსგავსად, ეკა მესხიძეს ე.წ. მსხვერპლს უწოდებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებაშიც ამბობს იმას, რისი ამსახველი დოკუმენტაცია დღეს უწყებამ გაავრცელა - ეკა მესხიძის 27 მარტის მიმართვა. თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს იმაზე, მიიღო თუ არა მესხიძისგან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, 2017 წლის 5 მაისს.
14 ივნისს პაპუნა უგრეხელიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რეპუტაციის შელახვისთვის ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. სწორედ ამ სარჩელის მიღებაზე უთხრა მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი.
ზვიად დევდარიანი ადასტურებს, რომ 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მისი თქმით, ამაში უცნაური არაფერია და მას შემდეგ, რაც სარჩელი სასამართლოს მითითებებთანშესაბამისობაში მოვა, ის წარმოებაში იქნება მიღებული.
დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.
გუშინ, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დევდარიანს ამ სარჩელის მიღებაზე სასამართლომ უარი უთხრა. ეს ინფორმაცია სასამართლოს მოპასუხე მხარეებმა გადაამოწმეს.
ზვიად დევდარიანი დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დაზუსტება მოითხოვა სასამართლომ.
"ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გვეცნობა, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის და სხვების მიმართ, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისი განჩინებით გაგვემარტა, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა დაზუსტდეს იმისთვის, რომ სარჩელი წარმოებაში იქნას მიღებული. ამაში უცნაური არაფერია, მით უფრო პრეცედენტულ საქმეში, რადგან ნებისმიერი სარჩელი შეიძლება მოითხოვდეს დაზუსტებას და ეს წმინდა პროცედურული საკითხია - სარჩელი შესაბამისობაში მოვა განჩინებაში მოყვანილ მითითებებთანდა იქნება მიღებული წარმოებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი აცხადებს, რომ რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის და ეს საგანგაშოა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის. შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით და რაც მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს. იმედს ვიტოვებთ, სასამართლო გაითვალისწინებს უკვე მომხდარ გადაცდომას და მომავალში არ დაუშვებს მსგავს ფაქტს", - აცხადებს დევდარიანი.
გუშინ, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომთბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა.
ინფორმაცია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ცხელ ხაზზე მოპასუხეებმა გადაამოწმეს, სადაც მათ დაუდასტურეს, რომ სარჩელი ნამდვილად არ არის მიღებული.
უცნობია კონკრეტულად რა გახდა უარის თქმის მიზეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვთ და ამაზე მხარეებმა უნდა ისაუბრონ.
ზვიად დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გუშინ აცხადებდა, რომ სარჩელზე უარის თქმის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ. ადვოკატმა ტაბულას უთხრა, რომ სასამართლოში მისვლას უახლოეს პერიოდში აპირებს და დაზუსტებული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში ექნება.
CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.
დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის განცხადება სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"ზვიად დევდარიანისა და მის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, "სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან"დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხარეთა მიერ ვარაუდის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაცია და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.
ზვიად დევდარიანისა და მისი რწმუნებულის განცხადებების ქვეტექსტი, თითქოს სასამართლომ არაოფიციალურად, უკანონოდ და დარღვევით გასცა ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. სასამართლოს მხრიდან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს განმცხადებლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სასამართლოს მოხელის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, მიმართონ შესაბამის ორგანოს.
ცნობისთვის, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია სასამართლოში მოპასუხე მხარეებმა გადაამოწმეს.
მეორე დღეს ზვიად დევდარიანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ამაში უცნაური არაფერია. სიდას ყოფილმა ხელმძღვანელმა აქვე აღნიშნა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის და ეს საგანგაშოა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის. შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში", - აცხადებს დევდარიანი.
ზვიად დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.
შეგახსენებთ, რომ CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.
ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.
დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.
გამომძიებელ კახა სირაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩის N4-ში, ფარდული, სადაც არასრულწლოვნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დამოუკიდებლად დაშალა. შსს-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ფარდულის დემონტაჟის შესახებ ბრძანება არ გაუციათ.
ამის შესახებ კახა სირაძემ დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატმა ოთარ კახიძემ მას ჰკითხა, რატომ არ დალუქა გამოძიებამ ფარდული და რატომ მოხდა მისი დემონტაჟი.
შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფარდულის დაშლის მომენტისთვის გამოძიებას ის შესწავლილი ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დემონტაჟის ბრძანება მათ არ გაუციათ.
მისივე ინფორმაციით, ფარდულის დათვალიერების შემდეგ ამოიღეს ყველა ნივთმტკიცება, გადაიღეს 400-მდე სურათი, ადგილზე მიიყვანეს მოწმეები და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო საყოველთაო სარგებლობის ფართი და მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი, რის გამოც მოსახლეობა წუხდებოდა და დანგრევას მოსწავლეების დაპირისპირებამდეც აპირებდნენ. ფარდულში რამდენიმე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის მოწმეთა გაყვანა შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი და გამოძიების მიერ ამოიწურა ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, დემონტაჟის რაიმე ბრძანება ან განკარგულება არ გაცემულა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა", - განაცხადა კახა სირაძემ.
გამომძიებელი ასევე აღნიშნავს, რომ მოსწავლეების დაპირისპირების ადგილი იყო არამხოლოდ ფარდული, არამედ მთლიანად ეზო და ინციდენტის მონაწილეები მხოლოდ ფარდულში არ იყვნენ.
თუმცა კახა სირაძემ დაადასტურა, რომ სასიკვდილო ჭრილობები დავით სარალიძეს სწორედ ფარდულში მიაყენეს.
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.
ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხესდაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძისმამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილისდედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურდაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვერ პასუხობს დეპუტატების კითხვას, რატომ არ გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ყველა თვითმხილველი.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, გამოიკითხა თუ არა ყველა მეზობელი, ვინც დაპირისპირება ბინის ფანჯრიდან თუ აივნიდან დაინახა.
გამომძიებელი კახა სირაძე ამბობს, რომ დაკითხულია ყველა ძირითადი მოწმე.
"თქვენ მიიჩნევთ, რომ მთელი ხორავას ქუჩა უნდა დაკითხულიყო, მაშინ 51-ე სკოლის 3500 მოსწავლეც უნდა დაკითხულიყო", - უთხრა მან ირაკლი აბესაძეს კითხვის საპასუხოდ.
მისივე განცხადებით, თუ რომელიმე თვითმხილველს გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია ექნებოდა, საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ამას წარმოადგენდა.
"მუშაობდა საგამოძიებო ჯგუფი, ოპერატიული სამსახური, როგორც დანაშაულის ჩამდენი, ასევე იმ პირების დასადგენად, რომლებსაც რაიმე ღირებული მტკიცებულებითი... თუ რომელიმეს რაიმე ღირებული მტკიცებულებითიინფორმაცია გააჩნდა, თუკი ასეთი იქნებოდა, კონკრეტული თანამშრომელი ამას წარმოადგენდა, ან პატაკის სახეს მისცემდა, ან სიტყვიერად განაცხადებდა ოპერატიულ თათბირზე", - აცხადებს სირაძე.
ირაკლი აბესაძემ მას ასევე ჰკითხა, გამოკითხა თუ არა გამოძიებამ ის პირები, ვინც საჯაროდ, მედიაში აცხადებდა, რომ იყო მომხდარის თვითმხილველი.
"არ დარჩებოდა უყურადღებოდ არც ერთი ფაქტი, მაგრამ აქ ლაპარაკი იყო მტკიცებულებების შეგროვებაზე, ხო? საქმე გამოიყო ძირითადი საქმისგან, ეს ხელს არ უშლის, თუ რაიმე არსებობს დამატებითი მტკიცებულება, რომ მოიპოვოს კიდევ გამოძიებამ", - ამბობს სირაძე.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაიკითხა ერთ-ერთი თვითმხილველის, ნიკა ვაჩეიშვილის ცოლი და თავად ვაჩეიშვილი არა. ირაკლი აბესაძისკითხვაზე, რატომ არ გამოიკითხა ვაჩეიშვილი, რომელიც ასევე თვითმხილველია, კახა სირაძე პასუხობს:
"დაკითხულია მეუღლე ხომ? და ის გარემოებები ასახა, რასაც დაინახავდა თავისი მეუღლე. იქ შეიძლება სხვა ხალხიც ყოფილიყო, მაგრამ მე ვამბობ ელემენტარულად, რას შეცვლიდა პატივცემულო ისეთს, ან თუ დაიკითხებოდა, ან იმავე დღეს არ დაიკითხებოდადა რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა, რას მისცემდა ელემენტარულად ისეთ რაღაცას გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისთვის ცნობილი არ გახდებოდა", - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა, შემთხვევის დღესვე რატომ არ დაიკითხა ოთხ თვითმხილველზემეტი, როცა ამ ოთხმა ადამიანმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია სხვა მოწმეების შესახებაც. საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ხდებოდა თვითმხილველების მიერ მოსაწოდებელი ინფორმაციის ფილტრაცია და ვერც ერთი ის პირი, ვინც გვიან დაიკითხა, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იძლეოდა.
"ხდება განსაზღვრა, თუ რა ინფორმაციის მატარებლები არიან მოწმეები. ოპერატიული ღონისძიებები გატარებულ იქნა და შესაბამისად, კონკრეტულად ეს პიროვნებები ფაქტობრივი გარემოებების შესახებ იძლეოდნენ ზოგად ინფორმაციას. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი მოწმის სახით დასაკითხად, ასობით კაცი და ხდებოდა მათ მიერ მოსაწოდებელი ინფორმაციის ფილტრაცია. ამ პიროვნებების დაკითხვას თუ გადავხედავთ, არც ერთი კონკრეტული პირი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა, მაგრამ მათი დაკითხვა მაინც განხორციელდა", - თქვა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.
ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხესდაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძისმამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილისდედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურდაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დადასტურდა, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა და საქმის პროკურორმა დღეს ეს დაადასტურეს. დაჭრილია გ.მ.
გარდა ამისა, სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, თუმცა ის პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებაში მონაწილეობდა დავით სარალიძისმეგობარი, დ.ღ. და მისი მონაწილეობა მეორე დღეს დაადასტურეს მისმა მეგობრებმაც. ცნობილია ისიც, რომ სწორედ ის ეხმარებოდა დაჭრილ სარალიძეს გადაადგილებაში.
გარდა ამისა, დაპირისპირების მონაწილე კიდევ ერთი პირი, მ.კ. ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ დ.ღ.-მ დაჭრა მესამე პირი, გ.მ. საქმის მასალების მიხედვით, ის ასახელებს ბრალდებულის სახელსა და გვარს და ამბობს, რომ მისი ვინაობა იცის, რადგან 51-ე სკოლასთან გაეცნო სახელითა და გვარით.
ირაკლი აბესაძისინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა.
საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.
საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი აბესაძემ ასევე თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა, რომ დ.ღ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ასევე, აბესაძისინფორმაციით, შსს-ს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მასთან სახლში ინახებოდა დანაშაულის იარაღი - დანა, თუმცა ჩხრეკა არ ჩატარებულა.
ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავები მივიდნენ დ.ღ.-სთან სახლში, სადაც მშობლებს უთხრეს წარმოადგინონ შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან საქმისთვის საინტრესოსხვა ნივთი. ოქმის მიხედვით, დედამ ტანსაცმელი წარმოადგინა და ამის შემდეგ სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.
ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელს ჰკითხა, დაინტერესდნენ თუ არა სახლში კომპიუტერის არსებობით, სადაც შესაძლოა ყოფილიყო საქმესთან დაკავშირებით მიმოწერა. კახა სირაძემ ამ კითხვას პასუხი არ გასცა და თქვა, რომ დეტალებზე გამომძიებელი ისაუბრებს.
მან დაადასტურა, რომ ინფორმაცია იარაღის სავარაუდო შენახვის შესახებ ჰქონდათ კიდევ სამ სხვა პირზე, რომელთა საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. კითხვაზე - რატომ არ გაჩხრიკეს დ.ღ.-ს ბინა, სირაძე პასუხობს:
"დეტალურად გამომძიებელს ეცოდინება, მან წარმოადგინა ეს შედეგი".
ჩხრეკასთანდაკავშირებულ კითხვაზე საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ირაკლი აბესაძესასე უპასუხა:
"ჩხრეკა ჩატარდა, მაგრამ ოქმის მიხედვით არ არის ჩატარებული".
გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა, რატომ არ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი დ.ღ.-ს მონაწილეობით, რაზეც უპასუხეს, რომ ექსპერიმენტში მხოლოდ ის პირები მონაწილეობდნენ, ვინც დანის დარტყმის ფაქტი დაინახა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ეხება დ.ღ.-ს გამოკითხვას. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ის შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, 14 დეკემბერს გამოკითხეს. თუმცა, მოზარდის მამა თავის 3 და 5 დეკემბრის ჩვენებებში ამბობს, რომ მის შვილს არა პნევმატური, არამედ სათამაშო იარაღი ჰქონდა და ის დედასთან ერთად 1 დეკემბერს, ძველი თბილისის სამმართველოში გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ დ.ღ.-ს 1 დეკემბერს გამოკითხვის ოქმი საქმეში არ არის.
ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ 1 დეკემბერს არასრულწლოვანმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არანაირი საპროცესო დოკუმენტი შედგენილი არ არის. დეპუტატმა შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა - „შესაძლებელია, რომ გამოვკითხეთ და დავხიეთ ოქმი?“.
"გამოძიებას თავისი მიმართულება ჰქონდა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას თავისი მიმართულება. მოცემული პირები შეიძლება გამოკითხესკიდევაც, ეს ღამის საათები იქნებოდა. ოფიციალური არა, გასაუბრება შეიძლება მომხდარიყო კონკრეტულ პიროვნებებთანერთად და ინფორმაციის აღება", - უპასუხა მას კახა სირაძემ.
საქმის პროკურორმა კი განმარტა, რომ მოწმესთან ოპერატიული მუშაობა და გამოკითხვა სხვადასხვა რამეა.
"შეიძლება იმ ადამიანმა ოქმში თქვა გამოკითხვა და არ მისცა ამას იურიდიული მნიშვნელობა. ოპერატიული მიზნებით მუშაობა სხვა რაღაცაა აბსოლუტურად", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ირაკლი აბესაძემ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე კონკრეტულად რა მიზნით და რა სტატუსით ჰყავდათ დ.ღ. პოლიციის განყოფილებაში 1 დეკემბერს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრილმა გ.მ.-მ სამართალდამცავებს მისი დაჭრის შესახებ 2 დეკემბერს უთხრა, თუმცა მის სხეულზე ექსპერტიზა 12 დეკემბერს ჩატარდა. შსს-ს წარმომადგენელმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ გ.მ. "იმ დღეებში ვერ გამოცხადდა" და "კანონიერი წარმომადგენლის წარმოდგენა გადაიდო".
გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, რომ გ.მ.-ს 12 დეკემბერის ექსპერტიზის პასუხები 18 დეკემბერს მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, 18 დეკემბერს გაგზავნეს ის კომპლექსურ სამედიცინო და ტრასოლოგიურექსპერტიზაზე, რომელსაც უნდა დაედგინა, რით მიიღო ჭრილობა.
დღესვე, ზვიად ფხაკაძემ თქვა, რომ გამოძიებას არ აქვს პასუხი, ვინ დაჭრა გ.მ. და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს იყო დანა.
"გამოძიებით რაც იყო დადგენილი და რაც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, სარალიძისდა დადუნაშვილისმკვლელობაში ფიგურირებდა ორი დანა. რაც შეეხება გ.მ-ს დაზიანებას, რა ვითარებაში მოხდა, ვის მიერ, როგორ მოხდა, ამაზე ამომწურავი პასუხი გამოძიებას არ აქვს. მხოლოდ ერთ მტკიცებულებაში, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიასაუბარი, როდესაც გ.ბ საუბრობს, რომ მწვანექურთუკიანსეჭირა დანა და იქნევდა, დავით სარალიძისმიმართულებით, ასეა ფარულ ჩანაწერში. თუ დავუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ დ.ღ-ს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჰქონდა დანა და ამით დააზიანა გ.მ, ეს არის მხოლოდ ვერსია. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ გ.მ-ს დაზიანება მიყენებული აქვს დანით, ამის იმპერატიული მტკიცება შეუძლებელია. ეს არის სავარაუდო დანა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.მ. სასულიერო პირის შვილია. მისი დაჭრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა რუსთავი 2-მა, სადაც საუბარია იმაზეც, რომ დაპირისპირების დროს თავად გ.მ.-მ ვერცხლისფერ საგანს უტყამდა დავით სარალიძეს.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის გუშინდელი სხდომის პარალელურად მას ემუქრებოდნენ.
ფხაკაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ის კომისიას ახსნა-განმარტებას აძლევდა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მუქარის ტექსტები შედიოდა და ახსნა-განმარტების პროცესი მუქარის პარალელურად მიმდინარეობდა.
"გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი განმარტებას, იმ პროცესში ჩემ კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემ საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც მე კომისიას ვაძლევდი", - აცხადებს ფხაკაძე.
პროკურორის თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის პირებს. გარდა ამისა, ფხაკაძე აცხადებს, რომ მზადაა მის მობილურზე შესული შეტყობინებები კომისიის წევრებს აჩვენოს, თუმცა სხდომის დახურვის შემდეგ, რადგან ტექსტში არის პირადი შეურაცხყოფა.
"მინდა იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ", - აღნიშნა პროკურორმა.
კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე შესვენებამდე იქნება საუბარი და სხდომა დაიხურება. მათ თქვეს, რომ მუქარა დაუშვებელია, თუმცა პროკურორს ასევე შეახსენეს თანამდებობის პირების თმენის ვალდებულება. ამის საპასუხოდ ფხაკაძემ განაცხადა:
"რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მნიშვნელოვნად არ იქნა აღქმული, ეს ჩემი შეფასებაა. ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძისმიერ".
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს შსს-ს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის მოსმენა გაგრძელდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძისთვისმუქარის შემცველი შეტყობინებები არ გაუგზავნია. ზაზა სარალიძემ ტაბულას განუცხადა, რომ ფხაკაძეს გუშინ ნამდვილად მიწერა, თუმცა მუქარა არ ყოფილა და იყო გინება. ის მზადაა მიმოწერა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს მიაწოდოს.
"რატომ არ გაასაჯაროვა თუ ვემუქრებოდი? ღიად აჩვენოს. მიწერითმივწერე რა თქმა უნდა, მაგრამ არავითარი მუქარის მესიჯი არ გამიგზავნია. როდის უნდა ილაპარაკო სიმართლე-მეთქი მივწერე", - ამბობს სარალიძე.
ტაბულას კითხვას, იყო თუ არა ისეთი ტექსტი, რაც შესაძლოა, პროკურორს მუქარად ჩაეთვალა, ზაზა სარალიძე პასუხობს:
"როდის მოხვალ ჭკუაზე და ბოლო-ბოლოროდის უნდა ილაპარაკო სიმართლე, დიდხანს ვერ იმუშავებ მაგ ვითომ პროკურატურაში-მეთქიდა უწმაწური სიტყვებიც მივწერე, ვაგინებდი პირდაპირ. კალანდიას იცავ კბილებით, შენი დედაც-მეთქი. გავასაჯაროებ ცოტა ხანში, რახან მასე მიიღო, რომ ვითომ მუქარის მესიჯები იყო. კომისიის თავმჯდომარეს გადავუგზავნი იმ მიწერ-მოწერას, მაგას თუ ჰგონია, არ ვინახავ, ძალიან შემცდარა. კომისიის თავმჯდომარეს გადავუგზავნი და ვთხოვ გაასაჯაროვოს. არავისი არ მეშინია და ნებისმიერ სიტყვაზე ვაგებ პასუხს", - აცხადებს ზაზა სარალიძე ტაბულასთან.
პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დღეს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ, სხდომის პარალელურად მას ზაზა სარალიძე ემუქრებოდა.
ფხაკაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ის კომისიას ახსნა-განმარტებას აძლევდა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მუქარის ტექსტები შედიოდა და ახსნა-განმარტების პროცესი მუქარის პარალელურად მიმდინარეობდა.
"გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი განმარტებას, იმ პროცესში ჩემ კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემ საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც მე კომისიას ვაძლევდი", - აცხადებს ფხაკაძე.
პროკურორის თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის პირებს. გარდა ამისა, ფხაკაძე აცხადებს, რომ მზადაა მის მობილურზე შესული შეტყობინებები კომისიის წევრებს აჩვენოს, თუმცა სხდომის დახურვის შემდეგ, რადგან ტექსტში არის პირადი შეურაცხყოფა.
"მინდა იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ", - აღნიშნა პროკურორმა.